ლევან სილაგავა - 10-მდე წისქვილ-კომბინატმა გააჩერა მუშაობა და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, სხვა წისქვილ-კომბინატებს პრობლემები შეექმნებათ

ხორბლის იმპორტი შემცირებულია 40%-ით, ხოლო ფქვილის იმპორტი გაზრდილია 6-ჯერ - დაახლოებით, ათამდე წისქვილ-კომბინატმა გააჩერა მუშაობა და თუ მომდევნო თვეებში ეს ტენდენცია გაგრძელდა, სხვა წისქვილ-კომბინატებს პრობლემები შეექმნებათ, - ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ „მედიაცენტრი მთავარში" განაცხადა.

მისი განმარტებით, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც რუსეთიდან გამოიტანს ხორბალს, თავისი საბაჟო კავშირის ქვეყნების გარდა, იხდის მცურავ ბაჟს და თუ სეზონის დასაწყისში საიმპორტო ბაჟი 25 დოლარი იყო, დღეს 90 დოლარია.

„სამწუხაროდ, ჩვენ ყოველ კვირას გვიხდება ახალი ბაჟის გამოცხადება და სამწუხაროდ, ეს ტენდენცია არის აღმავალი. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც გამოიტანს რუსეთიდან ხორბალს, თავისი საბაჟო კავშირის ქვეყნების გარდა, იხდის მცურავ ბაჟს. ჯერ კიდევ როდესაც სეზონი დაიწყო ივლისში, ბაჟი მცურავი იყო. ბაჟი ჯერ კიდევ 25 დოლარის ფარგლებში იყო, ხოლო დღესდღეობით, სამწუხაროდ, ბაჟი უკვე 90 დოლარია. ეს არის ძალიან დიდი სხვაობა სეზონის დასაწყისიდან დღემდე და შესაბამისად, ეს მსოფლიო ბაზარსაც დაეტყო. თუ სეზონის დასაწყისში 240 დოლარი ღირდა ხორბლის შემოტანა, დღეს 350 დოლარი ღირს. შესაბამისად, ეს პრობლემაა, თუმცა აქ უფრო დიდი პრობლემა შეიქმნა წისქვილ-კომბინატებისთვის. სეზონის დასაწყისში, ვიდრე რუსეთი შემოიღებდა მცურავ ბაჟს, გადასახადი ხორბლის და ფქვილის იმპორტზე იყო ნული, ხოლო მცურავი ბაჟის შემოღების შემდეგ ფქვილზე იმპორტის გადასახადი დარჩა ნული, ხოლო ხორბალზე გადასახადი მცურავი ბაჟის შესაბამისად იცვლებოდა. დღეს ფქვილის შემოტანის საიმპორტო ბაჟი არის ნულის ტოლი, ხოლო ხორბლის შემოტანის საიმპორტო ბაჟი არის 90 დოლარის ტოლი. შესაბამისად, ეს დიდი სხვაობა ხორბლის და ფქვილის იმპორტის გადასახადს შორის იწვევს იმას, რომ ხორბლის იმპორტი შემცირებულია 40%-ით, ხოლო ფქვილის იმპორტი გაზრდილია 6-ჯერ. აქედან გამომდინარე, შედეგი გვაქვს ის, რომ დაახლოებით ათამდე წისქვილ-კომბინატმა გააჩერა მუშაობა და თუ მომდევნო თვეებში ეს ტენდენცია გაგრძელდა სხვა წისქვილ-კომბინატებს პრობლემები შეექმნებათ“, - განაცხადა სილაგავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა