განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა სპეციალური მასწავლებლისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული გამოცდის ჩატარების ვადის გაზრდაზე იმსჯელა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე „ზოგადი განათლების შესახებ“ გამარტივებული წესით შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ვალერიან გობრონიძის განცხადებით, კანონპროექტი ადგენს მოქმედი სპეციალური მასწავლებლისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდის ჩატარების ვადას.

ცვლილების შეტანის შედეგად აღნიშნული ვადა 2025 წლის 1 იანვრამდე გაიზრდება. კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საჭიროა დათქმის გაკეთება, რომ აღნიშნულ საკითხზე სამინისტრო შეიმუშავებს და კომიტეტს მიაწოდებს გეგმას, თუ როგორ მოხდება იმ მასწავლებელთა გადამზადება, რომლებმაც გამოცდები ვერ ჩააბარეს.

პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღესვე კომიტეტმა განიხილა მოქალაქე მარიამ ჭყონიას მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებაზე, რომელიც საჯარო სკოლებში ბავშვთა ერთჯერადი სრულფასოვანი კვებისათვის საჭირო თანხის გამოყოფას ეხება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ბავშვთა კვების საკითხს იკვლევს, მისივე თქმით, მინისტრმა ამასთან დაკავშირებით მინისტრის საათის ფორმატში განაცხადა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო