გიგი წერეთელი - ქვეყანაში, სადაც მთავრობა იყენებს ყველა რეპრესიულ მეთოდს ხელისუფლებაში დასარჩენად, საზოგადოებრივი პროტესტი ბუნებრივი საკითხია

ერთადერთი მექანიზმია, ხელისუფლებამ იფიქროს და მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილებები, ან დატოვოს ხელისუფლება და გადააბაროს მთავრობა სხვა პოლიტიკურ ძალებს. ამ ყველაფრის მისაღწევად რჩება საზოგადოებრივი პროტესტის და საერთაშორისო ზეწოლა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქვეყანაში, სადაც მთავრობა იყენებს ყველა რეპრესიულ მეთოდს ხელისუფლებაში დასარჩენად, საზოგადოებრივი პროტესტი ბუნებრივი საკითხია“.

„არსებული ვითარების მიმართ საზოგადოებრივი პროტესტი ბუნებრივი საკითხია, ნებისმიერ ქვეყანაში ეს არ არის ქართული ფენომენი, სადაც ხელისუფლება არჩევნებით არ იცვლება, სადაც ხელისუფლება იყენებს ყველა მექანიზმს, რომ დარჩეს ხელისუფლებაში, გაატაროს რეპრესიული პოლიტიკა ოპონენტების წინააღმდეგ, მითუმეტეს, სადაც არის სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, ხალხი გამოხატავს პროტესტს, შესაბამისად ერთადერთი მექანიზმია, ხელისუფლებამ იფიქროს და მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილებები, ან დატოვოს ხელისუფლება და გადააბაროს მთავრობა სხვა პოლიტიკურ ძალებს. ამ ყველაფრის მისაღწევად რჩება საზოგადოებრივი პროტესტის და საერთაშორისო ზეწოლა, რაც არის აუცილებელი კომპონენტი სწორედ ამგვარი რეჟიმებისთვის, რომელთაც აქვთ ამგვარი ავტორიტარული მისწრაფებები,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს