IBSU-ში აბიტურიენტებისათვის პროექტი „სოციალური მეცნიერებები დამწყებთათვის“ დაბრუნდა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტი „სოციალური მეცნიერებები დამწყებთათვის“ დაბრუნდა.

18-19 დეკემბერს, შავი ზღვის საერთაშოირსო უნივერსიტეტის კამპუსში X-XII კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტში ჩაერთონ, დაესწრონ ტრენინგებს და გაიგონ მეტი საჯარო ადმინისტრირების, სახელმწიფო მმართველობისა და ეკონომიკის მიმართულებების შესახებ.

„ტრენინგს გახსნის სამოტივაციო სპიკერი და ქოუჩი კახი ლობჟანიძე, საჯარო ადმინისტრირების, სახელმწიფო მმართველობისა და ეკონომიკის მიმართულებების შესახებ ჯგუფებში იმუშავებენ სფეროს სპეციალისტები გუჯა მაკალათია, ვახტანგ ჟვანია და ნოდარ სირბილაძე.

ტრენინგში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიღრმავონ მიღებული ცოდნა სხვადასხვა პრაქტიკული აქტივობების საშუალებით.

ორდღიანი ტრენინგის მიმდინარეობის დრო - 12:00-18:00 სთ. პროექტში მონაწილეობა უფასოა, საჭიროა რეგისტრაციის გავლა ლინკზე https://cutt.ly/PYxWqGV. ადგილები შეზღუდულია. ტრენინგი ჩატარდება რეგულაციების სრული დაცვით.

პროექტის თითოეული მონაწილე შავი ზღვის უნივერსიტეტისგან მიიღებს სერტიფიკატს, რომელიც მათ მიანიჭებს 10%-იან გრანტს, უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში“,- ნათქვამია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან