ირაკლი კობახიძე - თუ ვინმე მოახერხებს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ დანაშაული აღიაროს და პოლიტიკიდან გავიდეს,  შერიგების მცდელობა წარმატებული იქნება, მაგრამ  არ მგონია, ვინმე ამის შემძლე იყოს

თუ ვინმე მოახერხებს, “ნაციონალურმა მოძრაობამ“ რიტორიკა და დამოკიდებულებები შეცვალოს, დანაშაული აღიაროს და პოლიტიკიდან გავიდეს, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ შერიგების მცდელობა წარმატებულია - არ მგონია, ვინმე ამის შემძლე იყოს! - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კობახიძე იმასაც ამბობს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივის განხორციელება ინკლუზიური პროცესის დაწყების თაობაზე ძალიან რთულად წარმოუდგენია, რადგან “ამ ადამიანების ბუნებას კარგად იცნობს“. “ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, პრეზიდენტს აქვს უფლება მაქსიმუმი სცადოს იმისთვის, რომ პოლიტიკური მოცემულობა გაუმჯობესდეს და ვითარების დეესკალაცია მოხდეს, თუმცა “რესურსები ამოწურვადია და ყველაფერს რესურსი არც ერთ ადამიანს, მათ შორის პრეზიდენტსაც არა აქვს“.

“შერიგებასთან დაკავშირებით ჩემეული ფორმულა ასეთია: - ამ პოლიტიკურმა ძალამ და მისმა ლიდერებმა ყველა უმძიმესი დანაშაული უნდა აღიარონ, რაც წამების, ღირსების შელახვის, არაადამიანური მოპყრობის, ტერიტორიების დათმობის, მედიის მიტაცების და ბიზნესის რეკეტის ჩათვლით ჩაიდინეს და რასაც სისტემური ხასიათი ჰქონდა. ამის შემდეგ უნდა თქვან, რომ ასეთი დანაშაულების ჩამდენი პოლიტიკოსების ადგილი პოლიტიკაში არ არის. ეს უნდა აღიარონ! ამის შემდეგ შეიძლება შერიგებაზე საუბარი დაიწყოს. ვიდრე დამნაშავეებს, კრიმინალებს პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია აქვთ, რა თქმა უნდა, შერიგებაზე საუბარი ზედმეტია. “ნაციონალური მოძრაობას“ ღირსება რომ ჰქონდეს, პოლიტიკიდან გავიდოდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტების კითხვის პასუხად, მან ასევე აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება“ მზადაა, პრეზიდენტს გაჰყვეს ყველაფერში, რაც დაკავშირებულია ვითარების გაუმჯობესებასთან.

“უნდა ვნახოთ, რამდენად შეიძლება ეს რეალისტური იყოს“, - დასძინა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა