ირაკლი კობახიძე - ეკატერინე ტიკარაძე რჩება პოლიტსაბჭოში, რაც იმის საწინააღმდეგოდ მეტყველებს, რომ რაიმე ტიპის მწვავე დაპირისპირება იყო - აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის არის

ეკატერინე ტიკარაძე რჩება პოლიტსაბჭოში, რაც პირდაპირ იმის საწინააღმდეგოდ მეტყველებს, რომ რაიმე ტიპის მწვავე დაპირისპირება იყო - აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კითხვაზე, თუ რა საკითხებთან დაკავშირებით არსებობდა განსხვავებული მოსაზრებები, კობახიძე აცხადებს, რომ თუ ტიკარაძეს რაიმე განმარტების გაკეთება სურს, თავად გააკეთებს.

"მინისტრის დანიშვნა არის პრემიერის პრეროგატივა. პრემიერს აქვს ასევე საშუალება, რომ კონსულტაციები სთხოვოს გუნდს და ეს კონსულტაციები გაიმართება ისევე, როგორც იმართება ყველა მინისტრის შერჩევის პროცესში. აქედან გამომდინარე, თუ დასჭირდება ვინმეს კონსულტაცია, ყველა იქნება ამაში ჩართული. შესაბამისად, პრემიერის პრეროგატივაა დასახელება და ის დაასახელებს. ეკატერინე ტიკარაძემ თავად გააკეთა განმარტება და ჩვენ უნდა გავყვეთ იმ განმარტებას რაც გააკეთა. ის არის პოლიტსაბჭოს წევრი და პოლიტსაბჭოს წევრად დარჩება. დაპირისპირება რომ ყოფილიყო, ის სავარაუდოდ, არ დარჩებოდა პოლიტსაბჭოში, მაგრამ ის რჩება გუნდის წევრად, რჩება პოლიტსაბჭოში, რაც პირდაპირ იმის საწინააღმდეგოდ მეტყველებს, რომ რაიმე ტიპის მწვავე დაპირისპირება იყო. აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის არის, თუ რაიმეს განმარტება სურს მინისტრს, ის თავად განმარტავს,"- განაცხადა კობახიძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა