სანამ ახალი მინისტრი იქნება, ქვეყანას ჰყავს ჯანდაცვის მოქმედი მინისტრი. მიმაჩნია, რომ ეს არ არის ის მომენტი, რაზეც საჭიროა აღელვება, უნდა დაველოდოთ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც მისი შემცვლელისა და მისი დასახელების სავარაუდო დროს შეეხებოდა.
მისივე თქმით, ყველა პროექტი, რომელიც გათვლილი იყო თვის ბოლომდე, შეუეფერხებლად განხორციელდება.
„ნებისმიერ შეთხვევაში, სანამ ახალი მინისტრი იქნება, ქვეყანას ჰყავს ჯანდაცვის მოქმედი მინისტრი, რომელიც ისევე ინტენსიურად აგრძელებს მუშაობას, როგორც აქამდე მუშაობდა. არ შეექმნება არცერთ პაციენტს რისკი, ნებისმიერი დაწყებული ნაბიჯი, რომელიც გათვლილი იყო თვის ბოლომდე და რაც უნდა განხორციელებულიყო, შეუეფერხებლად განხორციელდება. მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის ის მომენტი, რაზეც საჭიროა აღელვება, უნდა დაველოდოთ პრემიერ - მინისტრის გადაწყვეტილებას,“- განაცხადა ტიკარაძემ.