საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოსა და „აზიის განვითარების ბანკს“ შორის სასესხო შეთანხმებების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოსა და „აზიის განვითარების ბანკს“ შორის სასესხო შეთანხმებების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სასესხო შეთანხმების საკითხი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განმარტა, ორივე შეთანხმებას ხელი 2021 წლის 28 ოქტომბერს მოეწერა.

„ერთ-ერთი შეთანხმების მიხედვით, ბანკი საქართველოს, COVID-19-ის ვაქცინის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში, 12,179 მლნ. ევროს ოდენობის სესხს გამოუყოფს. სესხის ხანგრძლივობაა 10 წელია, მათ შორის 3 წელი შეღავათიანი, ხოლო საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია EURIBOR-ზე. პროექტის მიზანია COVID-19-ის ვაქცინების და ვაქცინების ადმინისტრირებისთვის სხვა საჭირო საგნების შესყიდვა. იგი ასევე მოიცავს იმ მომსახურების ხარჯებსაც, რომელიც დაკავშირებულია ვაქცინების შესყიდვისა და ტრანსპორტირებისათვის. პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღია 2023 წლის 30 აპრილი.

მეორე შეთანხმების მიხედვით კი, ასევე, COVID-19-ის ვაქცინის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში, ბანკი საქართველოს 464 ათასი ევროს ოდენობის სესხს გამოუყოფს, რომლის ხანგრძლივობაა 22 წელი, მათ შორის 15 წელი შეღავათიანი, ხოლო საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია EURIBOR-ზე.

პროექტის საინვესტიციო კომპონენტის მიზანია, პროექტის აღმასრულებელი სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა, რომელშიც ასევე მოიაზრება სააგენტოს პერსონალითა და ექსპერტებით უზრუნველყოფა და ტრენინგები. პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღია 2023 წლის 30 აპრილი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა წარმოდგენილი შეთანხმებების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა“,-აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი