გიორგი ხელაია - „საპარტნიორო ფონდს არასდროს დაუყენებია საკითხი, რომ ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს“

„საპარტნიორო ფონდს” არასდროს დაუყენებია საკითხი, რომ ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს. ეს ვერსია განიხილებოდა იმ შემთხვევაში, თუ ფონდის მიერ სამთავრობო დავალებით და მთავრობასთან შეთანხმებით განხორციელებული პროექტებში ჩადებული უკუგება ამ სახით დაუბრუნდებოდა ფონდს, ვინაიდან სხვა წყარო მთავრობას არ გააჩნია იმისათვის, რომ რომელიმე სახელმწიფო კომპანიას თანხები დაუბრუნოს“,-ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ზოგმა ეს არასწორად განმარტა, თითქოს „საპარტნიორო ფონდში“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ახალი თანხები უნდა შევიდეს რაც, მცდარი ინფორმაციაა.

„თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ „საპარტნიორო ფონდმა“ 2015 წელს საერთაშორისო საბანკო დაწესებულებისგან 150 მილიონის სესხი აიღო, რის შემდეგაც საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, დააფინანსა მრავალი უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პროექტი, მათ შორის, გარდაბნის თბოელექტროსადგური, თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მაღალტექნოლოგიური საწარმო - ATC და ა.შ. სწორედ ამ თანხების დაბრუნების ერთ-ერთ გზად განიხილებოდა ბიუჯეტი. თუმცა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ მიალიარდზე მეტი თანხის დაბრუნებას სახელმწიფო ბიუჯეტი ერთიანად ვერ შეძლებს, ამიტომ განიხილება მისი ეტაპობრივად დაბრუნება. ამასთანავე, არსებობს სხვა მექანიზმებიც, რომელთა შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს“, - განაცხადა გიორგი ხელაიამ.

ინფორმაციას „საპარტნიორო ფონდი“ ავრცელებს.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ