თამარ გაბუნია - ჩემთვის არ არის ცნობილი რამდენად რეალურადაა შესაძლებელი ჯანდაცვის მინისტრად არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა განიხილებოდეს, თუმცა, მას აქვს კომპეტენცია ამ რთულ გამოწვევას თავი გაართვას

ჩემთვის არ არის ცნობილი რამდენად რეალურადაა შესაძლებელი ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა განიხილებოდეს. თუმცა, მას აქვს ყველა უნარ-ჩვევა და კომპეტენცია ამ რთულ გამოწვევას თავი გაართვას, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის კანდიდატურის სავარაუდო განხილვას შეეხებოდა.

მისივე თქმით, არჩილ თალაკვაძე დიდი ხანია ჯანდაცვის სისტემაშია.

„მე მასთან პროფესიული ურთიერთობა იქამდეც მქონდა, სანამ არჩილი თანამდებობის პირი იქნებოდა ან მე ვიქნებოდი თანამდებობის პირი. მას აქვს დიდი გამოცდილება, შესაფერისი ექსპერტიზა და ძალიან ბევრი ინოვაციური პროექტის ავტორია. აქამდე ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნო და საინტერესო იყო არჩილ თალაკვაძესთან მუშაობა. ჩემთვის არ არის ცნობილი რამდენად რეალურად შესაძლებელია ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა განიხილებოდეს. თუმცა, მას აქვს ყველა უნარ-ჩვევა და კომპეტენცია ამ რთულ გამოწვევას თავი გაართვას“, - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტის დატოვებაზე განცხადება 9 დეკემბერს გააკეთა, თუმცა ის მინისტრის მოვალეობას წლის ბოლომდე შეასრულებს.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა