ბადრი ჯაფარიძე - დღეისთვის რა ნაბიჯებიც გადადგა „ქართულმა ოცნებამ“, უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო გახდა მაჩანჩალა „ასოცირებულ ტრიოში"

დღეისთვის რა ნაბიჯებიც გადადგა „ქართულმა ოცნებამ“ უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო გახდა მაჩანჩალა "ასოცირებულ ტრიოში" - ლიდერის პოზიცია ჩვენ მაჩანჩალას პოზიციაში გავცვალეთ, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, თუკი „ქართულ ოცნებას“ აქვს დღის წესრიგში ქვეყნისთვის ევროპული მომავლის შენარჩუნება, უნდა შეწყდეს 19 აპრილის შეთანხმების ფეხქვეშ გათელვა, რომელიც მისივე შეფასებით, ქვეყანას ზიანს აყენებს.

„ინიციატივა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გააჟღერა მნიშვნელოვანია, თუმცა, ამას უნდა მოჰყვეს კონკრეტული ნაბიჯები და პოლიტიკური აქტორის მხრიდან ეს ინიციატივა უნდა იქნას მხარდაჭერილი. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, რომ უცებ ყველა ერთ აზრზე დავდგებით და არანაირი განსხვავებები არ იქნება - განსხვავებები ჩვენს შორის ფუნდამენტურია და ის დარჩება, მაგრამ ჩვენს თავში უნდა მოვნახოთ ძალა და გავერთიანდეთ ქვეყნის მთავარი პრიორიტეტების ირგვლივ. თუ ეს პრიორიტეტები მართლაც არის ოდნავ მაინც „ქართული ოცნების“ დღის წესრიგში, ვგულისხმობ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის დაჩქარებას, მაშინ უნდა შეწყდეს „ქართული ოცნების“ მხრიდან ჩვენი დასავლელი პარტნიორების შუამავლობით, მათი მხარდაჭერით მიღწეული შეთანხმების ფეხქვეშ გათელვა; უნდა შევთანხმდეთ, რომ ქვეყნისთვის უმთავრესი პრიორიტეტი ახლა საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებაა.

დავიწყოთ დაუყოვნებლივ მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან თავდაცვის პაქტის გაფორმებაზე. „ქართულმა ოცნებამ“ მოძებნოს ძალა და დაუჭიროს მხარი ამ ინიციატივას, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა დაინახოს, რომ აქ მაინც არიან პოლიტიკური ძალები გაერთიანებულები.

ასევე უნდა შეწყდეს იმ შეთანხმების [უგულებელყოფა], რომლიდანაც „ქართული ოცნება“ გამოვიდა და ამით მიაყენა არა მხოლოდ თავის თავს, არამედ ქვეყანას ზიანი. უნდა დავუბრუნდეთ ამ შეთანხმებას, თუკი თქვენ მართლაც დაგრჩათ დღის წესრიგში ქვეყნისთვის ევროპული მომავლის შენარჩუნება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, დღეისთვის რა ნაბიჯებიც გადადგა „ქართულმა ოცნებამ“ უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო გახდა მაჩანჩალა „ასოცირებულ ტრიოში".

„ლიდერის პოზიცია ჩვენ მაჩანჩალას პოზიციაში გავცვალეთ და ამას აღიარებენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები. სამწუხაროდ, ჩვენ კიდევ უფრო ვზრდით ამ განსხვავებას ჩვენს უახლოეს მეგობრებსა და ჩვენს შორის. მოლდოვასა და უკრაინაში რეფორმები მიმდინარეობს, ჩვენთან პირიქით. ვფიქრობ, დადგა დრო მაღლა დადგეთ თქვენს პარტიულ, პირად სიმპათიებზე და ანტიპათიებზე, გამოხვიდეთ ქვეყნის ინტერესებიდან და დაუბრუნდეთ შეთანხმებას, რომელიც მიღწეულია ამდენი ძალისხმევით 19 აპრილს. ხაზს ნუ უსვამთ, რომ მაგრები ხართ ამ შეთანხმებიდან რომ გამოხვედით", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა