სახელმწიფო დაწესებულების იმ ხელმძღვანელებისთვის, რომლებიც სადეპუტატო კითხვებს არ პასუხობენ, რომან გოცირიძე სანქციების დაწესებას ითხოვს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს სახელმწიფო დაწესებულების იმ ხელმძღვანელებთან დაკავშირებით, რომლებიც სადეპუტატო კითხვებს არ პასუხობენ, რეგლამენტით გათვალისწინებული სანქციები აამოქმედოს.

დეპუტატის ინფორმაციით, ის უწყებები, რომლებმაც კითხვებს არ უპასუხეს ფინანსთა სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაცია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის სახელმწიფო აპარატი, ჯანდაცვის სამინისტრო და კონკურენციის სააგენტოა.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148- ე მუხლის პირველი პუნქტით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სადეპუტატო კითხვით მივმართე სახელმწიფო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს. ზოგიერთმა მათგანმა დღემდე არ გაგვცა პასუხი, რაც კანონის უხეში დარღვევაა. გთხოვთ, მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება და მათ მიმართ გამოყენებულ იქნას პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული სანქციები”, - აღნიშნულია მიმართვაში.

დეპუტატის კითხვები ეხებოდა ამ უწყებებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობას და შრომით ანაზღაურებას, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსგან ითხოვდა ინფორმაციას, თუ ვის შემოაქვს და ვისგან ხდება PCR და სწრაფი ტესტების, ასევე ვაქცინების შესყიდვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა