გიორგი ხელაია - „საპარტნიორო ფონდი“ ერთადერთი სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც პროექტებში კაპიტალით მონაწილეობს

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილის გიორგი ხელაიას განცხადებით, „საპარტნიორო ფონდი“ ერთადერთი სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც პროექტებში კაპიტალით მონაწილეობს.

„ხშირად ისმის კითხვა, რა განსხვავებაა „საპარტნიორო ფონდისა“ და სხვა პროგრამებისა თუ სტრუქტურების საქმიანობას შორის, მაგალითად, „აწარმოე საქართველოში“, ან სოფლის განვითარების სააგენტო და ა.შ. პასუხი მარტივია: როდესაც კომპანია მიდის ბანკში და დასაფინანსებლად კარგ პროექტს წარუდგენს, ყოველთვის დგება საკითხი ე.წ. საკმარისი კაპიტალის. ასეთ შემთხვევაში, ბანკს უჭირს დააფინანსოს პროექტი. დღეს საქართველოში არსებული არც ერთი საგრანტო პროგრამა, ზემოჩამოთვლილთა ჩათვლით, არ გულისხმობს კაპიტალში მონაწილეობით შესვლას პროექტში. ეს განასხვავებს მათ „საპარტნიორო ფონდისგან“,- განაცხადა გიორგი ხელაიამ.

როგორც იგი განმარტავს, ფონდი შედის კაპიტალში, რითაც ბიზნესის სრულფასოვანი პარტნიორი ხდება.

„მართალია, თანამონაწილეობა არ სცილდება 49%-ს და ფონდი არ ერევა კომპანიის საოპერაციო მართვაში, მაგრამ ის ფაქტი, რომ ფონდი ხდება სტარტაპის პარტნიორი, პროექტებში კაპიტალით შედის და პრაქტიკულად ბიზნესის რისკებს საკუთარ თავზე იღებს, „საპარტნიორო ფონდის“ მთავარი განმასხვავებელი მახასიათებელია, რასაც საქართველოში ანალოგი არ აქვს“, - აღნიშნა გიორგი ხელაიამ.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი