ალექსანდრე მჟავანაძე - ჩემთვის უდიდესი პატივი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა ვუხელმძღვანელო „ბათუმის წყალს“

ბათუმის ვიცე-მერმა ლევან დავითაძემ შპს ,,ბათუმის წყლის“ ახალი ხელმძღვანელი ალექსანდრე მჟავანაძე წარადგინა.

როგორც, ლევან დავითაძემ „ბათუმის წყალში“ გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, ალექსანდრე მჟავანაძეს როგორც საჯარო, ისე კერძო და საერთაშორისო სექტორში მმართველ პოზიციებზე მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს. თავის მხრივ, ალექსანდრე მჟავანაძის განცხადებით, ქალაქის განვითარებისა და მოქალაქეების საკეთილდღეოდ, უმნიშვნელოვანეს ახალ პროექტს განახორციელებენ.

„ჩემთვის უდიდესი პატივი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა ვუხელმძღვანელო „ბათუმის წყალს“. არ არსებობს იმაზე დიდი პატივი გქონდეს საშუალება, ემსახურო ბათუმელებს, საყვარელ ქალაქს, ეს განცდა იყო უმთავრესი მოტივატორი, გაათმაგებული ენერგიით მომეკიდა ხელი ახალი საქმისთვის, ახლა უკვე განსხვავებულ ამპლუაში გამეგრძელებინა ჩემი ხალხის მსახურება.

მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ლევან დავითაძეს, რომელმაც ამ თანამდებობაზე მუშაობისას ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ჩაუყარა საფუძველი. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად, ჩვენი ქალაქის განვითარებისა და მოქალაქეების საკეთილდღეოდ, ყველა დაწყებულ და სხვა ბათუმელებისთვის უმნიშვნელოვანეს ახალ პროექტს განვახორციელებთ.

ჩემი მთავარი პრიორიტეტი იქნება იმ პროექტებისა და რეფორმების წარმატებით დასრულება, რომლებიც უკვე მიმდინარეობს. ასევე ახალი პროექტების და ახალი იდეების განხორციელება იქნება პრიორიტეტი, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქში წყალმომარაგებისა და წყალარინების კუთხით განვითარებას“, - განაცხადა შეხვედრაზე ალექსანდრე მჟავანაძემ.

ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2022
გიორგი კუნაძე - რუსეთის რეჟიმის  კრახი გარდაუვალია, დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია