მამუკა მდინარაძე - დარბაზში ვინც იყო ოპოზიციონერი, ყველამ გააკეთა განცხადება, შემდგომში შევთანხმდეთ განსაზღვრულ რაოდენობაზე - უმრავლესობის ყველა დეპუტატიც რომ გამოვიდეს, ხვალ საღამომდე ვერ მოვრჩებით

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოვიდა წინადადებით, რომ პლენარულ სხდომებზე პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისას გამომსვლელთა რაოდენობასა და კვოტებზე შეთანხმება უნდა მოხდეს. როგორც მან საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, პოლიტიკური განცხადების გაკეთების უფლებით, სხდომაზე მყოფმა ყველა ოპოზიციონერმა ისარგებლა, ამიტომ ამ მიმართულებით გარკვეული პროცედურის დაცვა უნდა მოხდეს.

„დღეს ამ დარბაზში ვინც იყო ოპოზიციონერი, აბსოლუტურად ყველამ გააკეთა განცხადება. ჩვენ ყოველთვის გვქონდა და საპარლამენტო პრაქტიკა ამას ითვალისწინებს, ე.წ. კვოტებს. მე არავისი გამოსვლის წინააღმდეგი არ ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაც რეგლამენტის ჩანაწერს, პრაქტიკას პატივი უნდა ვცეთ, რაღაცნაირად შემდგომში შევჯერდეთ და შევთანხმდეთ ხოლმე განსაზღვრულ რაოდენობაზე. წარმოიდგინეთ უმრავლესობის ყველა დეპუტატიც რომ გამოვიდეს, ხვალ საღამომდე ვერ მოვრჩებით", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აღნიშნულ თემას გამოეხმაურა ვიცე სპიკერი გია ვოლსკი, რომელიც დღევანდელ პლენარულ სხდომას უძღვება და აღნიშნა, რომ ვიდრე „დიდ შერიგებას დაიწყებენ, ამ საკითხებზე უნდა მოილაპარაკონ“.

„ალბათ, აქ რომ არ ვიჯდე, მაგ განცხადებას მეც გავაკეთებდი, იმიტომ, რომ დავუშვით ერთხელ პრეცედენტი, მეორეჯერ, გარემოებიდან გამომდინარე და ახლა თქვენი განცხადების აუცილებლობამდე მივედით. შევჯერდეთ. ალბათ, ფრაქციები უნდა შევხვდეთ და ვიდრე დიდ შერიგებას დავიწყებთ, ამ საკითხებზე მაინც მოვილაპარაკოთ.“- განაცხადა ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა