არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებულ მამას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს

არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებულ მამას და მასთან ერთად კიდევ ერთ ბრალდებულ პირს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა სოფო გოგლიჩიძემ განუცხადა, ბრალდებული მამა ფაქტს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. რაც შეეხება მეორე დაკავებულს, ადვოკატი დეტალებზე ჯერჯერობით ვერ საუბრობს, მაგრამ განმარტავს, რომ ის ოჯახის ახლობელი არ არის. ამასთან, ჰქონდათ თუ არა ფსიქოლოგიური პრობლემები დაკავებულებს, ადვოკატის თქმით, ეს საქმეში ჯერჯერობით არ იკვეთება.

რაც შეეხება ბავშვებს, ისინი სოციალური დაცვის სამსახურში გადაიყვანეს.

„ბრალი ასეთია - მამას და ამ ადამიანსაც ბავშვებთან ჰქონდათ სექსუალური კავშირი. მშობლები განქორწინებულები არიან, ამიტომ ისინი მამასთან ერთად ცხოვრობდნენ, მანამდე კი სოფელში იზრდებოდნენ, ბებია და ბაბუა ზრდიდნენ ბავშვებს. მამასთან საცხოვრებლად ახლახან წამოვიდნენ. დედა სად ცხოვრობს , არ ვიცი.

ბრალდებული ფაქტს არ აღიარებს, დეტალებზე კი დუმილის უფლებით სარგებლობს. ორივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა“, - განაცხადა სოფო გოგლიჩიძემ.

ცნობისთვის, არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. 45 წლამდე მამაკაცი 15 წლამდე ასაკის შვილების მიმართ სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული. არსებული ინფორმაციით, საუბარია 9 და 12 წლის ბავშვებზე. მამასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 137- ე (ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურება) და 140- ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა