ნინო ლაცაბიძე - როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხო ქალაქზე, ჩვენთვის ერთ-ერთი  მთავარი პრიორიტეტი სწორედ უსაფრთხო გარემოა, სადაც იზრდებიან ჩვენი შვილები და ვცხოვრობთ რუსთაველები

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, ქალაქში მოქმედი საწარმოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის ინიციატივით გაიმართა, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის აღსრულებაზე, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხზე და საწარმოების მხრიდან ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

,,ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ პოლიტიკურად, როდესაც პარლამენტმა მიიღო გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის კანონი. ეს პროცესი გრძელდება, სწორედ ასეთი შეხვედრებით, ერთად დგომით შევძლებთ იმას, რომ საწარმოო პროცესები გაუმჯობესდეს, გადავიდეს ევროპულ სტანდარტებზე და დააკმაყოფილოს ყველა ის მოთხოვნა, რომელიც კანონშია გაწერილი. ეს არ არის მარტივი, ჩვენ ყველას და განსაკუთრებით რუსთაველებს, გვესმის, რომ ეს არის ჩვენი მემკვიდრეობა. საწარმოებში დასაქმებულია ათასობით რუსთაველი და როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეკონომიკას შევუქმნათ შესაბამისი პირობები, თუმცა ასევე უკომპრომისო და შეუვალები ვიქნებთ იმაში, რომ კანონი აღსრულდეს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

მისივე განცხადებით, რუსთავში მოქმედ საწარმოების მიეცათ გარკვეული ვადა იმისთვის, რომ აღასრულონ კანონი, აგრამ ეს გონივრული ვადაც ამოიწურა და უკვე კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგან.

"როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხო ქალაქზე, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, სწორედ უსაფრთხო გარემოა, სადაც იზრდებიან ჩვენი შვილები და ვცხოვრობთ რუსთაველები. არის რაღაც გონივრული ვადა, ეს გონივრული ვადაც ამოიწურა და უკვე აუცილებელია საწარმოებმა წარმოადგინონ კონკრეტულ ვადებში გაწერილი გეგმა, რას აპირებენ და რა პერიოდიდან შევძლებთ იმას, რომ რუსთავში იყოს სუფთა ჰაერი“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ნინო ლაცაბიძემ.

როგორც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა განაცხადა, გარკვეული ნაბიჯები საწარმოების მხრიდან უკვე გადადგმულია.

"ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ უმოქმედობაა მათი მხრიდან, გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმული აქვთ. მარტიდან ელოდებიან დანადგარებს და პროცესი გაკონტროლდება ჩვენი მხრიდან. რა თქმა უნდა, ბიზნესს ხელი უნდა შევუწყოთ, ამ კომპანიებში ათასობით ადამიანია დასაქმებული, მაგრამ ბიზნესის კეთებაც უნდა შევძლოთ ისე, რომ არ მოვახდინოთ გარემოზე ზემოქმედება“, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა გიორგი დოხტურიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო