თეონა აქუბარდია - ჩვენი ქვეყნის სამი მოქალაქე: მამუკა ჩხიკვაძე, კახა ნათაძე და ვალერი კანაშვილი საოკუპაციო ზოლიდან გაიტაცეს, მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს, გადადგით ქმედითი ნაბიჯები

„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე, რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო ზოლიდან გატაცებულ საქართველოს სამ მოქალაქეზე გაამახვილა ყურადღება.

აქუბარდიამ შესაბამის უწყებებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი გატაცებული ყოფილი სამხედროა, რომელზედაც არაოფიციალური ინფორმაციით ფიზიკურად ძალადობა განხორციელდა

„ამ დარბაზში ხშირად ვსაუბრობთ შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით და იმ პოლარიზაციაზე, რომელსაც აქვს ადგილი ქვეყანაში, თუმცა ძალიან ცოტას ვსაუბრობთ უსაფრთხოებაზე, რუსულ ოკუპაციაზე და იმ თანმდევ მოვლენებზე, რომელსაც ადგილი აქვს ოკუპაციიდან გამომდინარე. გასულ კვირას ჩვენი ქვეყნის 3 მოქალაქე გაიტაცეს საოკუპაციო ხაზიდან, კერძოდ ზემო ნიქოზიდან: მამუკა ჩხიკვაძე, კახა ნათაძე და ვალერი კანაშვილი. თითქოს ყველა მივეჩვიეთ იმას, რომ განცხადება ოფიციალურად კეთდება, ამოქმედდება ცხელი ხაზი, არიან პარტნიორები საქმის კურსში, თუმცა განსაკუთრებით აქცენტი მინდა გავაკეთო იმ ფაქტზე, რომელიც არის მამუკა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ის არის ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომელი და ჩვენ ვიცით, როგორ ექცევიან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ყოფილ ძალოვნებს, ამიტომ მინდა მივმართო სახელმწიფო უწყებებს, უსაფრთხოების სამსახურს, შერიგების და საგარეო საქმეთა სამინისტროებს ისევე, როგორც პარლამენტს, ყურადღება გამოვიჩინოთ და გავააქტიუროთ ძალისხმევა იმისთვის, რომ ისეთი სავალალო შედეგი არ დადგეს, როგორიც არაერთხელ გვინახავს. მამუკა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის არის ნაცემი, არ ვიცი რამდენად სწორია, რეალურია ეს ინფორმაცია, მაგრამ ფაქტია ვრცელდება. გატაცებულის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ოფიციალური ცნობები ამ დრომდე არ არსებობს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სახელმწიფო უწყებებს აქტიური ძალისხმევისკენ, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ გატაცებული მალე დაუბრუნდეს ოჯახს.

მიმაჩნია, რომ ქვეყნის უსაფრთხოება და რუსული ოკუპაცია უნდა იყოს სამსჯელო საკითხი, ჩვენ კი უნდა გვქონდეს ქმედითი პოლიტიკა იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და ქვეყანა იმ გამოწვევებისგან, რომელსაც ადგილი აქვს რუსეთის მხრიდან”, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
პაატა დავითაია - ნეიტრალური პოზიციით ხელისუფლებამ  შესაძლოა,  ისეთი დარტყმები მიიღოს, რაც მას  სრულად ჩამოშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
რუსეთის პოლიტიკური-სამხედრო დემარში:   მეტად კონკრეტულად ცალკეული ასპექტების შესახებ
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!