ნიკა გვარამია აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებაზე - ამ რეგულაციით დომინოს პრინციპით მივალთ არხების, პრაქტიკულად, დახურვამდე ან გამოშიგვნამდე იმ კონტენტისგან, რომელსაც გასართობი კონტენტი ჰქვია

ამ რეგულაციით ჩვენ დომინოს პრინციპით მივალთ არხების, პრაქტიკულად, დახურვამდე ან გამოშიგვნამდე იმ კონტენტისგან, რომელსაც გასართობი კონტენტი ჰქვია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პარლამენტში 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრების საკითხს განიხილავენ.

როგორც გვარამიან აღნიშნა, აზარტული თამაშების რეკლამის გავრცელების შეზღუდვით ბაზარს მნიშვნელოვანი სეგმენტი მოაკლდება.

„შესაბამისად, დარჩებიან ის არხები, ვისაც ჰყავთ დამფინანსებლები, ასეთები არიან სამთავრობო არხები ძირითადად. „იმედი“ უმძიმეს ზარალზე წავა, რადგან ყველაზე მეტი შემოსავალი მას აქვს, თუმცა, იარსებებს მაინც, რადგან მისი დაფინანსება პროპორციულად გაიზრდება. იგივე მოხდება „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებითაც, ეს ზარალიანი ტელეკომპანიაა, მაგრამ მაინც მუშაობს. ჩვენ რა ვქნათ? ყველა ტელეკომპანიისთვის შეუძლებელს ხდით აწ და მარადის მან დამფუძნებლის დაფინანსების გარეშე იარსებობს. და ეს იცით რას ნიშნავს? მისი სარედაქციო პოლიტიკის კიდევ უფრო გადალაგებასა და გადაწყობას დამფუძნებელზე. ეს ტელევიზიისთვის ძალიან მძიმე რამაა. არსებობენ დამფუძნებელები, რომლებიც არ მოითხოვენ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას. არსებობენ, რომლებიც მოითხოვენ. არსებობენ დირექტორები, რომლებიც ამას ეფექტურად უწევენ წინააღმდეგობას, არსებობენ, რომლებიც ვერ უწევენ წინააღმდეგობას. თქვენ თუ იქამდე მიიყვანეთ საქმე, რომ წინააღმდეგობის გაწევა აზრს დაკარგავს, და შესაბამისად, ჩვენი შემოსავლებით ნულოვანი შანსი გვექნება რომ „ნული ნულში“ მაინც გავიდეთ დაფინანსებით ან მცირე ინვესტიციები დაგვჭირდეს, ამით თეორიულადაც კი სპობთ სარედაქციო დამოუკიდებლობის პრინციპს. თქვენ მიიღებთ გაკოტრებულ ოპოზიციურ ტელევიზიებს და მიიღებთ თქვენი კანონმდებლობის გამო. ბაზარს დაანგრევთ ისე, რომ ოპოზიციური ტელევიზიები უბრალოდ ვერ შეძლებენ მაუწყებლობას, გადაიქცევიან ჯერ ნიუსვიზიებად, მხოლოდ ახალი ამბები ექნებათ, შემდეგ დაკარგავენ შესაბამისად რეიტინგს, და ისევ შესაბამისად, კიდევ უფრო მეტად შეუმცირდებათ სარეკლამო შემოსავლები, დაიხურებიან. ამას ამ კანონის სახელი დაერქმევა და ეს კანონი საპარლამენტო უმრავლესობაა,“- განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის, აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს და მათი ორგანიზატორების შესახებ რეკლამის გავრცელება შეიზღუდება. აკრძალვები შემოდის სატელევიზიო რეკლამის ნაწილში. მომზადებული ცვლილებებით, იკრძალება აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის მოწყობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის მოწყობის ორგანიზატორის, ლოტოს მოწყობის ორგანიზატორის და ბინგოს მოწყობის ორგანიზატორის შესახებ რეკლამა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასეთ რეკლამას მაუწყებელი სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების ან სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის მაუწყებლობის სპონსორობის სანაცვლოდ ავრცელებს. ამ შემთხვევაში ნებადართულია მხოლოდ აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის მოწყობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის მოწყობის ორგანიზატორის, ლოტოს მოწყობის ორგანიზატორის და ბინგოს მოწყობის ორგანიზატორის ორგანიზატორის დასახელების ხმოვანი გავრცელება/გამოცხადება არაუმეტეს 10 წამის ხანგრძლივობით 1 საათში, ნებისმიერი სახის ვიზუალური რეკლამის გავრცელების გარეშე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა