წიაღის ეროვნულმა სააგენტომ, სასარგებლო წიაღისეულის 197 ლიცენზიანტის შემოწმების შედეგად სამი ლიცენზია გააუქმა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტოს სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წელს, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სალიცენზიო პირობების შესრულების 143 გეგმური და 54 არაგეგმური შემოწმება განახორციელეს.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, წიაღის ეროვნულმა სააგენტომ სამი ლიცენზია გააუქმა.

მათივე ინფორმაციით, გაუქმების საფუძველი რეგულირების საფასურის გადაუხდელობა, სტატისტიკური დაკვირვების ფორმებისა და ათვისების გეგმის წარმოუდგენლობა იყო.

„სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახურის მიერ, 471 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი, რომელთაგან ხუთზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს.

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 61 ლიცენზიაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კომპეტენციას დაქვემდებარებული დარღვევები გამოვლინდა. შესაბამისად, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს გადაეგზავნა.

აღსანიშნავია, რომ წიაღის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია, შეამოწმოს მხოლოდ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელი სუბიექტების საქმიანობა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს