სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის წევრი - რადგან სააკაშვილს პოსტტრავმული, სტრესული აშლილობა აქვს, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში, ყველაზე მეტად გლდანში მიიღო, იქ გადაყვანას მხარს არ ვუჭერთ

პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებო. რჩება გარკვეული პათოლოგია, წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, გამოხატულია ანემია, მძიმე დეპრესია და პოსტტრავმული აშლილობა - რეაბილიტაციას ხელს უშლის დეპრესია და პოსტტრავმული-სტრესული აშლილობაც, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ ბრიგინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, იმისათვის, რომ შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესი სრულად ჩატარდეს, მნიშნელოვანია ფსიქოთერაპია.

როგორც ექიმმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, კვლავ საყურადღებოა:

„პაციენტის მდგომარეობა საყურადღებო რჩება. ნევროლოგიური სიმპომატიკიდან რჩება გარკვეული პათოლოგია, წონასწორობის დარღვევა, ზოგადი სისუსტე, ასევე გამოხატულია ანემია, მძიმე დეპრესია და პოსტტრავმული აშლილობა. პაციენტის მკურნალობა მიმდინარეობს და სტაბილურია, თუმცა, გვაქვს მოსაზრებები, რომელიც დეტალურად გავწერეთ დანართში. 25 ნოემბერს, როდესაც ვიყავით მასთან, მაშინაც გავეცით ფსიქოთერაპიის რეკომენდაციები, მაგრამ არ შესრულდა ან ვერ შესრულდა რაღაც მიზეზების გამო და ახლაც ვაკეთებთ ამაზე აქცენტს. ფიზიკური რეაბილიტაციაც მნიშვნელოვანია. ნევროლოგიური დაავადებები ხშირად არ მთავრდება ერთ დღეში და ერთ კვირაში, ამიტომ ხანგრძლივად საჭიროებს რეაბილიტაციას. რეაბილიტაციას ხელს უშლის დეპრესია, პოსტტრავმული-სტრესული აშლილობაც და ამ მხრივ, ფსიქოთერაპია დაგვეხმარება, რომ რეაბილიტაცია სრული მოცულობით ჩატარდეს“, - განაცხადა ჯგუფის წევრმა.

სამედ თქმით, ისინი მხარს არ უჭერენ სააკაშვილის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას.

„რადგან ადამიანს პოსტტრავმული-სტრესული აშლილობა აქვს, ეს გულისხმობს იმას, რომ ეს ტრავმა ზუსტად იქ მიიღო, პენიტენციურ დაწესებულებაში, ყველაზე მეტად გლდანში, ამიტომ იქ გადაყვანას ჩვენ არ ვუჭერთ მხარს, რადგან პოსტტრავმული-სტრესული აშლილობის მკურნალობა უნდა მოხდეს იმ გარემოში, რომელიც იმ სტრესს არ აგონებს ადამიანს, სადაც სტრესი მიიღო, - აცხადებს ნევროლოგი.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებით ცოტა ხანში გახდება ცნობილი.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა