მამუკა გამყრელიძე - საზოგადოების ფოკუსირება ხდება მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალის დაპირისპირებაზე და ქვეყანაში არსებული პრობლემები სრულიად უყურადღებოდ რჩება

ქვეყანაში, სადაც უამრავი პრობლემაა უკვე დიდი ხანია საზოგადოების ფოკუსირება ხდება მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალის დაპირისპირებაზე. ჩვენ ერთი და იგივე ადგილს ვტკეპნით და არსებული პრობლემები სრულიად უყურადღებოდ რჩება, რაც ქვეყანას უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანს, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.

მამუკა გამყრელიძის თქმით, ხელისუფლება არ ცდილობს პოლარიზაციის შემცირებას, მის ინტერესშია საზოგადოების ფოკუსირება მუდმივად ერთ თემაზე, რომ მოსახლეობამ არ მოსთხოვოს პასუხი გადაუჭრელ პრობლემებზე.

„ქვეყანაში უამრავი მოუგვარებელი პრობლემაა. სოციალური კრიზისი, პანდემია და ჯანდაცვის პრობლემები, გაათმაგებული კორუფცია, ნეპოტიზმი, კრიმინალი, ტოტალური არაპროფესიონალიზმი, ხელისუფლების მიერ მიტაცებული სამართალი, უკიდურესად დაძაბული საერთაშორისო ვითარება. ამ დროს საზოგადოებაც და მედიაც უკვე თვეებია ყოველდღიურად „დუღს“ ერთი და იგივე საკითხზე, „ქართული ოცნების“ და „ ნაციონალური მოძრაობის“ დაუსრულებელ დაპირისპირებაზე, რაც როგორც ჩანს, ორივე ძალის ინტერესშია. მათი მიზანია, რომ მხოლოდ მათ ირგვლივ იყოს ფოკუსირებული მთელი ყურადღება და მოსახლეობას სხვა არაფერი აინტერესებდეს. ამ სიტუაციაში ხელისუფლებას არავინ სთხოვს პასუხს გადაუჭრელ პრობლემებზე, მთავარი ოპოზიციური ძალა კი მუდმივად მოვლენების ეპიცენტრშია.

ორი ძალის დაპირისპირების პირობებში ქვეყანაში არსებული პრობლემები სრულიად უყურადღებოდ რჩება და არაფერი იცვლება. ასეთ რეჟიმში ცხოვრება დიდხანს ვერ გაგრძელდება. მოსახლეობა დაიღალა პოლიტიკური პოლარიზაციით და რადიკალური დაპირისპირებით.

სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილს აქვს განცდა, რომ ქვეყანაში სიტუაციის შეცვლა მხოლოდ კონკრეტულ პერსონებს შეუძლიათ, რაც არასწორია. ორი დაპირისპირებული ძალის გარდა სხვა პოლიტიკურ პარტიებს, მიუხედავად მათი იდეოლოგიური განსხვავებებისა, აქვთ შესაძლებლობა დაიწყონ საუბარი ერთმანეთთან კონსოლიდაციაზე და შექმნან მიზიდულობის მესამე ცენტრი, რომელსაც ექნება რესურსი შეცვლოს პოლიტიკური დღის წესრიგი“, - განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა