გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა და პროკურორებმა მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) მორიგ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა და პროკურორებმა მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს მორიგ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

პროკურატურის ცნობით, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს მორიგ შეხვედრას ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი. ამასთან, შეხვედრას ესწრებოდნენ გენერალური პროკურატურის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით გამართულ Bench & Bar-ის შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პროცესში უწყვეტი სასამართლო განხილვის პრინციპის გამოწვევებზე ისაუბრეს.

„აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა , მხარეებმა ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს და კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავების საჭიროებასა და მათი განხორციელების სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ.

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) მიზანია ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულების და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო