ჯანმო-ს დირექტორი - "ომიკრონი" ვრცელდება ისეთი ტემპით, რაც არ გვინახავს წინა ვარიანტების შემთხვევაში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტი ამჟამად 77 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

მისივე თქმით, აღნიშნული ვარიანტი ვრცელდება ისეთი ტემპით, რაც არცერთი წინა შტამის შემთხვევაში არ ყოფილა.

„ამჟამად 77 ქვეყანაში დაფიქსირდა „ომიკრონის“ შემთხვევები და რეალობა ის არის, რომ "ომიკრონი" არის ალბათ, ბევრ ქვეყნებში, მაშინაც კი, თუ ის ჯერ არ არის გამოვლენილი. "ომიკრონი" ვრცელდება ისეთი ტემპით, რომელიც არ გვინახავს წინა ვარიანტების შემთხვევაში", - აღნიშნა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა.

მან ასევე შეშფოთება გამოთქვა, რომ ადამიანები "ომიკრონს" სერიოზულად არ იღებენ.

"ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ადამიანები "ომიკრონს" მსუბუქად თვლიან. შემთხვევების დიდმა რაოდენობამ შეიძლება კიდევ ერთხელ მიაყენოს დარტყმა მოუმზადებელი ჯანდაცვის სისტემებს", - აღნიშნა მან.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს