ანა ბუჩუკური - პოლიტიკოსობა და თანამდებობაზე ყოფნა არ ნიშნავს ინდულგენციას - საყოველთაო ამნისტია კატეგორიულად მიუღებელია

სააკაშვილის მიმართ ორ საქმეზე უკვე გამოტანილია განაჩენი, ერთ-ერთი საქმის მთავარი მტკიცებულება არის სტრასბურგის გადაწყვეტილება, სადაც დეტალურადაა აღწერილი მაშინდელი პრეზიდენტის როლი “გირგვლიანის საქმეში”, რა თქმა უნდა, ძალაში შესული გადაწყვეტილებები არის აღსასრულებელი და მეორე მხრივ, „ქართული ოცნების“ პირდაპირი ვალდებულებაა, ეს სასამართლო გადაწყვეტილებები აღასრულოს იმგვარად, რომ არანაირი კითხვის ნიშანი არ გაჩნდეს , - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

მისი თქმით, „გაურკვეველ შეთანხმებაზე“ საუბარში პოლიტიკოსებს საზოგადოება და მათი პრობლემები ყურადღების მიღმა რჩებათ.

„საყოველთაო შეთანხმება უკვე დევს მაგიდაზე და ამას ჰქვია საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს კონსტიტუცია არ არის მხოლოდ პოლიტიკოსების აქტი, ეს არის ხალხის საყოველთაო შეთანხმება, ეს არის ჩვენი საზოგადოების კუთვნილება. დიახ, კონსტიტუციაში წერია, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო.

ამ ორ პარტიას ისიც არ შეუძლია, რომ საკრებულოების დონეზე, მუნიციპალიტეტებში ერთ მაგიდასთან დასხდნენ და ღიად და გამჭვირვალედ მუნიციპალიტეტის პრობლემებზე შეთანხმდნენ. უკვე რამდენიმე დღეა ვსაუბრობთ გაურკვეველ შეთანხმებაზე და ადამიანი ამ ყველაფრის ფონზე არის სრულად დაკარგული. ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი სოციალური პრობლემა, ეკონომიკური პრობლემა, პანდემია, რომელიც დღის განმავლობაში ათეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს გვართმევს”, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ანა ბუჩუკურის თქმით, საყოველთაო ამნისტიაზე საუბარი კატეგორიულად მიუღებელია, რადგან პოლიტიკაში ყოფნა ინდულგენცია არ არის.

„კატეგორიულად არ ვეთანხმები. საყოველთაო ამნისტია, ჯერ ერთი მორალურადაც სწორი არ არის, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და რას ნიშნავს ამნისტიის გამოცხადება? პოლიტიკოსობა და თანამდებობაზე ყოფნა არ ნიშნავს ინდულგენციას. არ აქვს მნიშვნელობა დანაშაული ვინ ჩაიდინა, კანონი ყველასთვის უნდა იყოს კანონი და ეს გვიწერია ჩვენს მთავარ ეროვნულ შეთანხმებაში, რასაც ჰქვია კონსტიტუცია. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ პრეცედენტი შეიქმნას ამ ქვეყანაში და პოლიტიკური თანამდებობის პირებმა პასუხი აგონ კანონის სრული დაცვით? გარდა იმისა, რომ ამას აქვს რეაგირებითი ხასიათი, ამას აქვს პრევენციული ხასიათიც. მათ შორის დღევანდელმა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ დიახ, თუ კანონს არღვევ, ამას თავისი სამართლებრივი და ლოგიკური გაგრძელება აქვს, შესაბამისად, რაღაც გაურკვეველ საყოველთაო ამნისტიაზე საუბარი ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, პარლამენტის წევრისთვის, იურისტისთვის და რიგითი მოქალაქე ანა ბუჩუკურისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა