სალომე ზურაბიშვილი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან

საქართველოს პრეზიდენტმა ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო მე-13 ფესტივალის "ფესტინოვა” - 2021 ფრანგული პავილიონი გახსნა და მოწვეულ სტუმრებსა და გამოფენის ორგანიზატორებს სიტყვით მიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს თანამედროვე ხელოვნების გამოფენის მოწყობისათვის და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, საქართველოში დღეს თანამედროვე ხელოვნება საკმარისად არ არის დაფასებული, რაც ძალიან უცნაურია ზდანევიჩების ქვეყანაში.

"მათი როლი და ის წლები, როცა თბილისი თანამედროვე ხელოვნების ავანგარდში იდგა, ჩვენი ისტორიისა და ჩვენი ევროპულობისათვის ძალიან მნიშვნელოვანი წლებია. ამით ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ვიყავით ევროპელები სანამ მოგვივიდოდა ის, რაც მოგვივიდა. და მომდევნო 70 წელი ხელოვნების კუთხით სხვა მიმართულებაზე ვიყავით გადაყვანილი. ქვეყანაში ახალგაზრდობა ქართულ ავანგარდიზმს კარგად არ იცნობს და არც საზღვარგარეთ არაა გატანილი ისე, როგორც საჭიროა, როგორც ჩვენი ევროპულობის დიდი სიმბოლო და ნიშანი.

თანამედროვე ხელოვნებას მეტი ყურადღება სჭირდება, რადგან ეს ჩვენი კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. რასაკვირველია, ხელოვნებაში მემკვიდრეობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არანაკლები მნიშვნელობის მატარებელია თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსათვის და მომავალი თაობებისათვის, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან და რეგიონის ქვეყნებთან. ეს არის თბილისის დანიშნულება და ეს ფუნქცია თბილისმა უნდა დაიბრუნოს.

ქალაქში ბევრი თანამედროვე გალერეაა და მათ მხარდაჭერა სჭირდებათ, და მე მზად ვარ, პრეზიდენტის ფუნქციიდან გამომდინარე, მხარდაჭერა გავუწიო მათ, დავუთმოთ სასახლე და ვიყოთ იქ, სადაც ჩვენი დასწრება საჭირო იქნება. მგონია, რომ უნდა აღდგეს თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა "თბილისი არტ ფეარი", რომელიც ძალიან საინტერესო წამოწყება იყო და რომელმაც საქართველო თანამედროვე ხელოვნების რუკაზე მონიშნა, ეს საკმაოდ წარმატებული საწყისი პროცესი იყო და უფრო მასშტაბური ხასიათით უნდა აღდგეს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ამასთან, გამოფენის გახსნას ორბელიანების სასახლეში ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, "არტ-ვილა გარიყულას" წარმომადგენლები: ყარამან ქუთათელაძე და დავით კოროშინაძე, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლები.

როგორც მინისტრმა გამოფენის გახსნისას აღნიშნა, "ფესტინოვა“ სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება და სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ფესტივალის მხარდაჭერას.

"არტ ვილა გარიყულა“ უკვე 20 წელიწადია თანამედროვე ხელოვნების ფესტივალზე 20 ქვეყანაზე მეტს მასპინძლობს. ფესტივალს წინ უძღვის 100 წლიანი ავანგარდული ტრადიცია, რომლის გაჩენაც თბილისში ძმები ზდანევიჩების მოღვაწეობას უკავშირდება.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა