ბრიუსელში დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრება

ბრიუსელში დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიიწვიეს.

ოფიციალურ მიწვევაში, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიიღო, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ევროკომისიის პრეზიდენტი სამიტის დღის წესრიგით გათვალისწინებულ ძირითად თემებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ის იქნება მორიგი შესაძლებლობა საერთო ღირებულებების, ერთობისა და სოლიდარობის დემონსტრირებისთვის.

„გვაქვს პატივი მოგიწვიოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის მეექვსე სამიტზე, რომელიც თავად აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიული მნიშვნელობის განმტკიცებას ისახავს მიზნად მიმდინარე გლობალური გამოწვევების პირობებში.

2019 წელს აღვნიშნეთ პარტნიორობის ათი წლის იუბილე. მას შემდეგ განვიცადეთ ახალი კორონავირუსის პანდემია, რომელიც გრძელვადიანი ეფექტის მოხდენის რისკის წინაშე ამყოფებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მოსახლეობასა და ეკონომიკას. პანდემიამ არც იმის შესაძლებლობა მოგვცა, რომ გასულ წელს შევხვედრილიყავით.

აღმოსავლეთ პარტნიორობის წლევანდელი სამიტი ჩვენი საერთო ფასეულობების, ერთობისა და სოლიდარობის დემონსტრირების დროულ შესაძლებლობას იძლევა, თან შეგვეძლება ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის სტრატეგიული ხედვის შემუშავება მაშინ, როდესაც აუცილებელი რეფორმების გზაზე დაწინაურებას ვცდილობთ, გლობალურ და რეგიონალურ გამოწვევებზე ვრეაგირებთ და წინ მიგვყავს ჩვენი პარტნიორობა.

ახლადშემოთავაზებული დღის წესრიგი, სახელწოდებით „რეფორმები, აღდგენა და გამძლეობა" გამყარებულია ამბიციური, რეგიონალური, ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით. ეს გახლავთ შორსმიმავალი გზამკვლევი მდგრადი, პოსტ-პანდემიური აღდგენის ხელშესაწყობად, რაც გამძლეობის უნარის გამომუშავებასა და ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

ამ საკითხების განსახილველად გთავაზობთ შეხვედრას ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერთა, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მეთაურთა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მთავრობათა მეთაურების დონეზე.

მოუთმენლად ველით თქვენს მიღებას ბრიუსელში და ჩვენს მნიშვნელოვან დისკუსიებს", - აღნიშნულია ოფიციალურ მიწვევაში.

ანდრო გოცირიძე - 3+3-ის ფორმატის უსარგებლობა და საფრთხის შემცველობა ცხადია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მასში საქართველოს გაწევრიანება, შესაძლოა, რუსეთიდან ჩვენზე ზეწოლის ერთ-ერთი მიმართულებაც იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.01.2022
იოსებ ბარათაშვილი - ხაზარაძე-ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე  ერთი მხრივ, შერჩევითი და შეკვეთილი  მართლმსაჯულების, ხოლო მეორე მხრივ კი გამოძიების მწარმოებელი ორგანოს არაკომპეტენტურობის ნიმუშია
ტერაბანკი სამომხმარებლო სესხებსა და საკრედიტო ბარათებზე აქციას იწყებს
"სილქნეტის" ულიმიტო პაკეტები აქტიური ზამთრისთვის
თბილისში დავით წინასწარმეტყველის ბიუსტი გაიხსნა
„კარფურისა“ და Mastercard-ის შეთავაზება გრძელდება - „კარფურის“ მიტანის სერვისის ახალი აპლიკაცია შოპინგს კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის
„სილქფესტი“ ულიმიტო სასაუბრო პაკეტებს ინტერნეტის სასურველ პირობასთან ერთად გვთავაზობს!
IONIQ 5-ისა და TUCSON-ის ჰოლივუდური დებიუტი ახალ სპაიდერმენში