ვიქტორ დოლიძე - საქართველოს პრემიერის და ნატო-ს გენერალური მდივნის შეხვედრა ძალიან დროულია, ვისაუბრებთ მომავალ თანამშრომლობასა და მის განვითარებაზე, მნიშვნელოვნად იქნება წამოწეული შავი ზღვის უსაფრთხოების თემა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ნატო-ს გენერალური მდივნის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი და დროულია, იქიდან გამომდინარე, რომ ნათელია, როგორია ფონი რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებთან და განცხადებებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ნატოში, - ამის შესახებ ნატოში საქართველოს წარმომადგენელმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, ალიანსის წევრები, გენერალური მდივანი და ოცდაათივე წევრი ქვეყნის ლიდერი, ერთმნიშვნელოვნად და ერთხმად მხარს უჭერს იმას, რომ საქართველომ და უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტონ, თუ რომელ ალიანსს შეუერთდება.

„არც ერთ მხარეს არ ექნება იმის საშუალება, რომ ვეტო დაადოს ამ გადაწყვეტილებას. ამავე დროს, საუბარი იქნება ჩვენს მომავალ თანამშრომლობასა და მის განვითარებაზე, რომელიც აისახება მადრიდის სამიტის მომზადებაში. ასევე, წინ გვაქვს თავდაცვისა და საგარეო მინისტერიალები. ახლა გავიარეთ რიგის მინისტერიალი ძალიან წარმატებით და შავი ზღვის უსაფრთხოების თემა ასევე მნიშვნელოვნად იქნება წამოწეული", - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა