ეკატერინე ტიკარაძე -  მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჩვენ ექიმების რეკომენდაციას გავითვალისწინებთ

მე არ ვარ კლინიცისტი, შესაბამისად, პაციენტის მდგომარეობას ვერ შევაფასებ, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების კითხვას მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა კომისიის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში არ უნდა დააბრუნონ და რომ ის ან უკეთეს სამკურნალო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ, ან დატოვონ იქ, სადაც ახლა არის, ტიკარაძემ უპასუხა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობის საკითხთან დაკავშირებით ექიმების რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ.

„მე არ ვარ კლინიცისტი, შესაბამისად, პაციენტის მდგომარეობას ვერ შევაფასებ, ექიმები ჩართულები არიან, რა თქმა უნდა, ჩვენ ექიმების რეკომენდაციას გავითვალისწინებთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა