უნიკალური საშობაო სამყარო ახალი დეკორაციებითა და ბევრი სიურპრიზით სასტუმრო თბილისი მარიოტში (R)

გრანდიოზული და უნიკალური საახალწლო დეკორაციები, რომელიც ისტორიულ შენობას ნამდვილ ზრაპრულ სივრცედ გადააქცევს, რუსთაველის გამზირზე ფეხით მოსეირნე ტურისტსა თუ ადგილობრივ მაცხოვრებელს - არც ერთ მათგანს გულგრილს არ ტოვებს. ქალაქის ცენტრალურ გამზირზე, სადაც სიცოცხლე მუდმივად ჩქეფს, იქ, სადაც ადამიანები გულანთებულნი ელოდებიან საახალწლო ნაძვის ხისა და განათებების გრანდიოზულ ანთებას, იქ, სადაც უამრავი მოზარდი თუ ბავშვი ერთად იყრის თავს და ერთმანეთს უზიარებს სითბოს და სიხარულს, რასაც წინა საახალწლო განწყობა ჰქვია, სასტუმრო თბილისი მარიოტმა გადაწყვიტა საკუთარი წვლილიც შეიტანოს და ადამიანები ნამდვილ ზღაპარში ამოგზაუროს.

განათებები თბილ ფერებში გადაუწყვიტავს, სანამ მარიოტში შეაბიჯებთ თქვენს გაოცებას უზარმაზარი წითელი ბურთები და ფერადი მაკნატუნები გამოიწვევენ. თითქოს რაღაცას გიამბობენ, თითქოს თავის გულის კარს გიღებენ და განსაკუთრებულ გარემოში გეპატიჟებიან. სასტუმროში შესვლისთანავე უზარმაზარი - 5 მეტრიანი ნაძვის ხე გეგებებათ, წარმოუდგენელია რამდენიმე წუთით არ გაჩერდე და უამრავი სამახსოვრო ფოტო არ გადაიღო, ისეთია, მოგინდება მთელი წელი იქ დაიდოს ბინა და თვალს ატკბობდეს. გვერდით არაამქვეყნიური ზომის საახალწლო ჯანჯაფილის სახლი დაუდგამთ, შეხედავ და იფიქრებ, მსოფლიოს ყველა უკიდეგანოდ ნიჭიერ კონდიტერს თბილისი მარიოტში მოუყრია თავიო, თან გაგიხარდება, რომ ეს ადამიანის ხელმა შექმნა. ეს ყველაფერი როდია, თუ მარიოტის „პარნასის“ უგემრიელესი სეზონური მენიუს დაგემოვნებას გადაწყვიტავთ, საოცარი ცხელი შოკოლადითა და ლატეთი, და ესტუმრებით მას, აქ კიდევ სრულიად განსხვავებულად შეგიქმიან ამაღლებულ საახალწლო განწყობას ნაძვის ხეებით, სათამაშოებითა და მომღერალი ლამპიონებით. მარიოტის ღია ეზოში თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს ნაძვის ხეებთან მდგარი ოქროსფერი ირმები, რომლებიც ლაპლანდიელ სანტას ელიან ბავშვების გულების გასახარებლად.

თბილისი მარიოტის დეკორაციებზე რამდენიმე უცხოურმა კომპანიამ იზრუნა - „Ukchristmasworld“,Balsamhill“,Frontgate“, „Christmastimeuk“. გემოვნებით შექმნილი თბილისი მარიოტის საახალწლო სამყარო 2019-2020 წლებში სრულად განახლებულ სივრცეებს საოცარ ელფფერს სძენს და თითოეულ ჩვენგანს ზღაპრულ სამყაროში გვამოგზაურებს.

მარიოტი თავის ერთგულ მომხმარებლებს, როგორც ყოველთვის, საინტერესო საახალწლო სიახლეებს და საჩუქრებს ჰპირდება. იგი მუდამ საკუთარი უნიკალური წოდების „Majestic”-ის ერთგული რჩება, მის ირგვლივ ტრიალებს და მუდმივად აოცებს სტუმრებს.

(R)

Photos by Lasha Ghughunishvili

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით