შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციამ რიგგარეშე არჩევნების საკითხი უნდა დაივიწყოს

რიგგარეშე არჩევნების საკითხი ოპოზიციამ უნდა დაივიწყოს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ ცვლილებების მიღება განხორციელდეს, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბოიკოტი უნდა შეწყვიტოს.

„საკონსტიტუციო ცვლილებებს სჭირდება 3/4 , 113 ხმა, ჩვენ ვერ მივიღებთ ამას ოპოზიციის გარეშე და ოპოზიცია ვერ მიიღებს ჩვენს გარეშე. ამიტომ მნიშვნელოვანია თანხმობა, რისი წინაპირობაც არის რომ "ნაციონალური მოძრაობა" ამ შენობაში უნდა იმყოფებოდეს, ბოიკოტი უნდა დასრულდეს. მეორე საკითხია ის, რომ ეს ცვლილება "ნაციონალურ მოძრაობას" სჭირდება მხოლოდ ერთი მიზნით, რომ ცვლილებების მიღებიდან მეორე დღეს მოითხოვოს რიგგარეშე არჩევნები, ეს რიგგარეშე არჩევნების საკითხიც უნდა დაივიწყოს ოპოზიციამ, რადგან მათ ამ მოთხოვნას პასუხი გასცა ქართველმა ხალხმა, რომელმაც ადგილობრივ არჩევნებზე "ქართულ ოცნებას" მიანიჭა 47 პროცენტი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს