„საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგმა”, რომელიც სახელმწიფოს ბაზაზე არსებულ კლინიკებს აერთიანებს, შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა

„საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგმა”, რომელიც სახელმწიფოს ბაზაზე არსებულ კლინიკებს აერთიანებს, შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგმა“ შეძლო და სრულად აღჭურვა რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც რეგიონში ყველაზე დიდი კოვიდმიმღები კლინიკაა; პანდემიის პერიოდში რუხის კლინიკა 6 000-ზე მეტ პაციენტს მოემსახურა, მათ შორის - ოკუპირებული აფხაზეთიდან.

ანგარიშის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა რესპუბლიკურ საავადმყოფოს და გაასამმაგა არსებული საწოლფონდი; ჯამში კი ჰოლდინგში შემავალ ყველა კლინიკაში საწოლფონდი 65%-ით გაზარდა.

„საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ მეშვეობით ქვეყნის მასშტაბით 130-ზე მეტი საკარანტინე სივრცე და კოვიდსასტუმროები იმართა. „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“ 2021 წლის მარტიდან ჩაერთო იმუნიზაციის პროცესში, ამოქმედდა იმუნიზაციის მოძრავი ცენტრები, დაკომპლექტდა ბინაზე, თავშესაფრებსა და რეგიონებში გამსვლელი მობილური ბრიგადები. დღემდე ჰოლდინგში შემავალი კლინიკების ვაქცინაციის სივრცეებში 485 536 კოვიდსაწინააღმდეგო აცრა ჩატარდა, რაც ქვეყანაში ჩატარებული აცრების 25%-ს შეადგენს. „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“ COVID-19-ის საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევათა იდენტიფიცირების, სწორი რეფერალის, ბინაზე მეთვალყურეობისა და პროცესის მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით ცენტრალურ ონლაინკლინიკას მართავს ; მეთვალყურეობას უწევს COVID-19-ის შემთხვევებს; უზრუნველყოფს პროცესის მონიტორინგსა და მართვის ხარისხს.

2020 წლის თებერვლიდან დღემდე „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგში“ რამდენიმე კლინიკა გაერთიანდა: „აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“;რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო; „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“; „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“ (ონკოლოგიური საავადმყოფო) „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“; „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“; „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“; „ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო“.

„საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“ უახლოეს მომავალში გეგმავს მის მართვაში არსებული ყველა კლინიკის ეტაპობრივ რეაბილიტაციას და ტექნიკურ აღჭურვას; დასკვნით ეტაპზეა ევროპის საინვესტიციო ბანკთან მოლაპარაკება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ შენობის სრული რეაბილიტაცია, ასევე „აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ შენობის ნაწილის რეაბილიტაცია და ახალი, 10 სართულიანი, თანამდროვე სტანდარტების კლინიკის აშენება.

„საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ მიზანია უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს ჯანსაღ კონკურენციას სახელმწიფო კლინიკებსა და კერძო სექტორს შორის. ეს კი, თავის მხრივ, მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს,”- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო