სალომე სამადაშვილის განცხადებით, პრეზიდენტისგან საახალწლო მიღებაზე მიპატიჟება მიიღო და მას დაესწრება

პოლიტიკური დიალოგის შექმნა არის რთული, ამიტომ არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს მოლოდინი, რომ პრეზიდენტთან მიღებით ჩვენ რაიმე გარღვევას მოვახდენთ, მაგრამ სულისკვეთების დემონსტრირებისთვის, რომ ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, მნიშვნელოვანი იქნება ხვალინდელი დღეც,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პრეზიდენტის მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისითქმით, მან პრეზიდენტისგან საახალწლო მიღებაზე მიპატიჟება მიიღოდა მას დაესწრება.

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ საახალწლო მიღებაზე მიპატიჟება მივიღე და ვფიქრობ, დღეს როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა საჭიროა დაიწყოს რაღაც ტიპის დიალოგი, რომ ჩვენი ქვეყანა გამოვიდეს ამ პოლარიზების რეჟიმიდან და ამ დიალოგის დაწყების ინიციატორი არის საქართველოს პრეზიდენტი, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იქნება ჩემი მხრიდანაც მონაწილეობის მიღება ამ ყველაფერში. ვფიქრობ, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც, რომლებიც დაპატიჟებული არიან ამ მიღებაზე, მიიღებენ ამაში მონაწილეობას. თუმცა, მე არ ვიცი, ვინ არის დაპატიჟებული, ვინ გეგმავს, რომ დაესწროს ან უარი თქვას. ყველას გვესმის, რომ პოლიტიკური დიალოგის შექმნა არის რთული, კომპლექსური, ამიტომ არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს მოლოდინი, რომ ხვალინდელი მიღებით ჩვენ რაიმე გარღვევას მოვახდენთ, მაგრამ სულისკვეთების დემონსტრაციისთვის, რომ ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, მნიშვნელოვანი იქნება ხვალინდელი დღეც,"- განაცხადა სამადაშვილმა.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
უკრაინულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ WhiteBIT საკუთარი ტოკენის გაშვების შესახებ გამოაცხადა
ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის ფინალური შეხვედრა გაიმართა