თბილისის ისტორიის მუზეუმში  გოგი ალექსი-მესხიშვილის თანამედროვე თეატრალური მხატვრობის სკოლის მესამე მიღების ჯგუფის შემაჯამებელ გამოფენა გაიმართება

თბილისის ისტორიის მუზეუმში რუსთაველის ეროვნული თეატრის, გოგი ალექსი-მესხიშვილის თანამედროვე თეატრალური მხატვრობის სკოლის მესამე მიღების ჯგუფის შემაჯამებელ გამოფენა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 9 მოსწავლის: ქეთევან გუნიას, აჩიკო შამახიას, ქეთევან ნიკოლაძის, მარიამ ხარაიშვილის, გიორგი გორგიაშვილის, თათია მოდებაძის, ელენე რუხაძის და კატო გელაშვილის მიერ შესრულებული სცენოგრაფიული პროექტები და ინსტალაციები, რომელზეც სკოლის მოსწავლეები ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში გოგი ალექსი-მესხიშვილთან და სკოლის მასწავლებლებთან (შოთა ბაგალიშვილი, მერაბ მერაბიშვილი, ქეთი შავგულიძე, ლუკა მიქელაძე და ნანა კუკულაძე) ერთად მუშაობდნენ.

როგორც ეროვნულ მუზეუმში განმარტავენ, სკოლაში ისწავლება მუშაობა სამ განზომილებაში, თეატრალური კოსტიუმი და კონსტრუირება, პიესაზე, მაკეტზე და სივრცესთან მუშაობა, თეატრალური ტექნოლოგია და თანამედროვე ხელოვნების ისტორია.

გამოფენა 16 დეკემბერს, 17:00 საათზე გაიხსნება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს