ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე სპორტული კომპლექსის მშენებლობის საკითხს ხმაური მოჰყვა

ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე სპორტული კომპლექსის მშენებლობის საკითხს ხმაური მოჰყვა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლაშა კომახიძის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად არ არსებობს შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა და გეგმა, რასაც "ქართული ოცნების" მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ სპორტ კომპლექსის მშენებლობა "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში, სხვა პროექტებთან ერთად განუხორციელებელი დარჩება.

"ჩვენ კარგად გვახსოვს "ქართული ოცნების" დაპირებული პროექტები, როგორ შედგა", - აცხადებს ლაშა კომახიძე

ქობულეთის საკრებულომ აჭარის მთავრობას სპორტული კომპლექსის ასაშენებლად 7000 კვადრატი მიწის ნაკვეთი გადასცა.

როგორც ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი აცხადებს, ოპოზიცია პერფორმანსებს ყოველდღიურად მართავს და მათ ქობულეთის განვითარება არ სურთ.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" არ უნდა სპორტული კომპლექსი გაკეთდეს, მათთვის ჯანსაღი ცხოვრება არ არის მნიშვნელოვანი და წინააღმდეგი არიან ქობულეთის განვითარების",- აცხადებს დავით მჭედლიშვილი.

ქობულეთის საკრებულოს უმრავლესობამ დღევანდელ სხდომაზე სპორტული კომპლექსის მშენებლობასთან ერთად კიდევ 4 საკითხს უყარა კენჭი და მხარი დაუჭირა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა