ლევან ხაბეიშვილი - პროკურატურამ და სასამართლომაც უნდა იცოდეს, რომ მოვა დრო, როცა მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტებად გამოყენებულების

ყველამ უნდა იცოდეს, პროკურატურამაც და სასამართლომაც, რომ მოვა დრო, როდესაც მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტებად გამოყენებულების, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მისვლის შემდეგ განაცხადა, სადაც „რუსთავი 2“-ის საქმეზე „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიას პროცესი იმართება.

ხაბეიშვილის განცხადებით, დღევანდელი პროცესი პოლიტიკური მართლმსაჯულების კლასიკური მაგალითია და „პროკურატურა ამბობს იმას, რაც „ქართული ოცნების“ ოფისში იწერება“.

,,ამას კანონთან საერთო არაფერი არ აქვს. „რუსული ოცნება“ ცდილობს მედიასთან ბრძოლას და პრაქტიკულად არ დარჩა ქვეყანაში ოპოზიციურად განწყობილი მედია, რომლის ხელმძღვანელობაც არ იდევნება, უამრავი საქმე აქვთ აღძრული სხვადასხვა ტელევიზიის ხელმძღვანელზე ან მათთან დაკავშირებულ პირებზე. ყველამ უნდა იცოდეს, პროკურატურამაც და სასამართლომაც, რომ მოვა დრო, როდესაც მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებულების. ეს ხალხი იღებს პოლიტიკურ დაკვეთას და შემდეგ აღასრულებენ ამ გადაწყვეტილებას, მათ შორის სასამართლოც იღებს დირექტივებს „ოცნების“ ოფისიდან“, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს