ნათია თურნავა თურქეთის ვაჭრობის მინისტრს თურქეთი-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების არეალის გაფართოებაზე ესაუბრა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საქართველო - აზერბაიჯანი - თურქეთის ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, თურქეთის ვაჭრობის მინისტრ მეჰმეთ მუშს შეხვდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და გურამ გურამიშვილი, აგრეთვე საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განხილული იქნა ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური საკითხები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. აღინიშნა, რომ საქართველო და თურქეთი ნაყოფიერად თანამშრომლობენ ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, ტურიზმი და სხვ.

„აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს რიგით პირველია სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის - 2021 წლის 10 თვეში ორმხრივი ვაჭრობა 30 პროცენტით, ხოლო ექსპორტი თურქეთში 66 პროცენტით გაიზარდა. მათ შორის, სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ზრდამ შეადგინა 24 პროცენტი, სამრეწველო პროდუქციისამ კი - 84 პროცენტი.

შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ რომ თავისუფალი ვაჭრობის კომიტეტის სხდომის ფარგლებში ვაჭრობის არეალის გაფართოების მიმართულებით ტარიფების შემდგომი ლიბერალიზაციის და მომსახურებით ვაჭრობის თავზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გამართვაზე, რომელიც თბილისში 23 დეკემბერს გაიმართება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის ე.წ. დიაგონალური კუმულაციის სქემის ამოქმედებას, რომლითაც თურქული ნედლეულით საქართველოში დამზადებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით იქნება შესაძლებელი. აღინიშნა, რომ „დიაგონალური კუმულაციის“ ამოქმედება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში ისეთი ინდუსტრიების განვითარებისთვის, როგორიცაა ტექსტილის, ავეჯის, საშენი მასალების, პლასტმასის ნაწარმისა და სხვა პროდუქციის წარმოების შემდგომი განვითარებისა და ამ მხრივ ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის. ითქვა, რომ ამ სქემის ამოქმედება გაზრდის იმ პროდუქციის ასორტიმენტს, რომელთა გატანაც ევროკავშირში იქნება შესაძლებელი, ასევე წაახალისებს თურქეთიდან ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, ხელს შეუწყობს ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

ნათია თურნავამ ასევე ხაზი გაუსვა საქართველო, აზერბაიჯანისა და თურქეთის ბიზნეს ფორუმების ჩატარების მნიშვნელობას, რომლებიც 2012 წლიდან იმართება და წელს უკვე მეექვსედ შეახვედრებს ერთმანეთი სამი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს. მისი თქმით, ფორუმი კარგი შესაძლებლობაა, რათა ბიზნესებმა განიხილოს ახალი საქმიანი წინადადებები, შეიძინონ ახალი პარტნიორები და უკეთ განავითარონ ბიზნეს კავშირები.

ნათია თურნავამ ასევე გაამახვილა ყურადღება თანამშრომლობაზე ინვესტიციების სფეროში. მისი თქმით, თურქეთიდან 2005 – 2020 წლებში 1,7 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. მისი თქმით, 2021 წლის სამი კვარტლის წინასწარი მონაცემებით, თურქეთიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობამ 75,55 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 107%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. თურქეთიდან საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციების ოდენობაზე. შესაბამისად, თურქეთი მე-4 ადგილზეა საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობის მიხედვით, 10%-იანი წილით.

საუბარი წარიმართა თანამშრომლობაზე ტურიზმის სექტორში. ითქვა, რომ 2015 - 2020 წლებში თურქეთიდან საქართველოში 5,6 მლნ-ზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა. რაც შეეხება 2021 წელს, 10 თვეში შემოვიდა 261,289 ვიზიტორი.

შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობაზე სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის, აგრეთვე სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით თანამშრომლობის გარღმავებაზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს