NDI -  2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საერთო შემოსავლების 64 პროცენტი და ხარჯების 69 პროცენტი “ქართულ ოცნებას” უკავშირდებოდა

ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ და სადამკვირვებლო ორგანიზაციამ წუხილი გამოთქვა იმის თაობაზე, რომ არათანაბარი გარემო უპირატესობას ანიჭებდა მმართველ პარტიას და რომ არსებული სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩო ვერ უზრუნველყოფდა კამპანიის დაფინანსების სათანადო ზედამხედველობას, - ამის შესახებ „ეროვნულ დემოკრატიული ისტიტუტის“ (NDI) მიერ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასების ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის მიხედვით, აუდიტის სამსახურის 29 სექტემბრის შუალედური ანგარიშის მიხედვით, 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საერთო შემოსავლების 64 პროცენტი და ხარჯების 69 პროცენტი “ქართულ ოცნებას” უკავშირდებოდა.

„გამოწვევად რჩება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეზღუდული საგამოძიებო მანდატი და არასაკმარისი უფლებამოსილება, გამოავლინოს არადეკლარირებული შემოსავლები და ხარჯები, რაც დიდი ხნის პრობლემას წარმოადგენს და NDI-იმ წინა ანგარიშებშიც ხაზგასმით ახსენა. ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ და სადამკვირვებლო ორგანიზაციამ წუხილი გამოთქვა იმის თაობაზე, რომ არათანაბარი გარემო უპირატესობას ანიჭებდა მმართველ პარტიას და რომ არსებული სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩო ვერ უზრუნველყოფდა კამპანიის დაფინანსების სათანადო ზედამხედველობას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ფინანსური ანგარიშების ანალიზი არჩევნების დღემდე ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნა, რაც კანონით გათვალისწინებულ ვადებთან წინააღმდეგობაში არ მოდიოდა, თუმცა კამპანიის ფინანსების გამჭვირვალობა შეზღუდა. აუდიტის სამსახურის 29 სექტემბრის შუალედური ანგარიშის მიხედვით, 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საერთო შემოსავლების 64 პროცენტი და ხარჯების 69 პროცენტი ქართულ ოცნებას უკავშირდებოდა. არჩევნების მეორე ტურამდე სხვა დამატებითი ანგარიში არ გამოქვეყნებულა. თავისი სამართლებრივი უფლებამოსილების ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 3 შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რომელთაგანაც ყველა განხილვის პროცესშია,”- ნათქვამია ანგარიშში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა