ნათია თურნავა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა

აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა.

ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივ მეგობრულ ურთიერთობებსა და სავაჭრო - ეკონომიკურ კავშირებზე, მათ შორის, ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი, ინვესტიციები, ენერგეტიკა და სხვ.

„ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობაზე რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის პროექტებში, მათ შორის, როგორიცაა ბაქო - თბილისი- ჯეიჰანის ნავთობსადენი, სამხრეთ კავკასიის გაზსადენი, ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზა და სხვ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო, აზერბაიჯანისა და თურქეთის ბიზნეს ფორუმების ჩატარების მნიშვნელობას, რომლებიც 2012 წლიდან იმართება და წელს უკვე მეექვსედ შეახვედრებს ერთმანეთი სამი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს. მისი თქმით, ფორუმი კარგი შესაძლებლობაა, რათა ბიზნესებმა განიხილონ ახალი საქმიანი წინადადებები, შეიძინონ ახალი პარტნიორები და უკეთ განავითარონ ბიზნეს კავშირები, ხოლო ფორუმზე გაფორმებული შეთანხმებები ხელს შეუწყობს სამი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა