ხატია დეკანოიძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს აქვს ძალიან სერიოზული სტრესი, რაც ექიმებმაც დაადასტურეს

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აქვს ძალიან სერიოზული სტრესი, რაც ექიმებმაც დაადასტურეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მისი რეაბილიტაცია კვლავ მოითხოვს შესაბამის პირობებს.

"ჩემი დაკვირვებაა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ და ეს ექიმებმაც დაადასტურეს, რომ მას აქვს ძალიან სერიოზული სტრესი. ის იყო ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ და მისი ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური რეაბილიტაცია კვლავ მოითხოვს შესაბამის პირობებს და დამოკიდებულებას ექიმების მხრიდან",-განაცხადა დეკანოიძემ.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად "ქართული ოცნების" წარმომადგენლების ხისტი და აგრესიული პოზიციისა, მათ მოუწევთ, რეალობას თვალი გაუსწორონ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა