არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციის განცხადება, რომ იდევნებიან და ვინმე სადმე კარს უკეტავს, საფუძველს მოკლებული და ცინიკურია

ოპოზიციის განცხადება, რომ იდევნებიან და ვინმე სადმე კარს უკეტავს, საფუძველს მოკლებული და ცინიკურია,- ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე პოლიტიკურ დევნასა და პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს.

მისი თქმით, ოპოზიციას აქვს დემოკრატიული სივრცე მოქმედებებისთვის.

"რადიკალური ოპოზიციის განცხადება, რომ პოლიტიკური დევნა გააქტიურდა, არის სიცრუე, სიმართლე არის ის, რომ ჩვენ გავატარეთ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები, კერძოდ: ოპოზიციურ პარტიებს გავუზარდეთ დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მათ აქვთ სრული წვდომა მედიაზე, კანონით მინიჭებული უფლება, რომ აკრიტიკონ სახელისუფლებო გუნდი და ამისთვის არანაირი ძალადობა და დევნა არ შეხვედრია არავის, როგორც ეს ხდებოდა სააკაშვილის მმართველობის დროს. გარდა ამისა, პარლამენტში არის 8 ოპოზიციური პარტია, რაც არასდროს ყოფილა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, ამით შეგიძლიათ დაასკვნათ, ოპოზიცია დღეს იდევნება თუ მათ აქვთ დემოკრატიული სივრცე მოქმედებებისთვის,"- განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო