ლაშა ხუციშვილი - 2021-2022 წლების მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, 2022 წლის ბოლოსთვის ჩვენი ეკონომიკის მოცულობა 65 მილიარდ ლარს მიუახლოვდება, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მშპ 5 600 დოლარზე მეტი იქნება

2021-2022 წლების მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, 2022 წლის ბოლოსთვის ჩვენი ეკონომიკის მოცულობა 65 მილიარდ ლარს მიუახლოვდება, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 5 600 დოლარზე მეტი იქნება - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საქართველოს პარლამენტში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის განხილვისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2022 წელს დაგეგმილია 6-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო 2022-2025 წლების ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი - 5,5 პროცენტი იქნება.

მისი თქმით, 2022 წლის ბიუჯეტთან ერთად, პარლამენტში წარმოდგენილია ეკონომიკური სცენარების ანალიზის დოკუმენტი, სადაც გაანალიზებულია ის პოტენციური რისკები, რომელიც დღეს აქვს არამარტო ჩვენს რეგიონს, არამედ გლობალურ ეკონომიკას.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა