ლაშა ხუციშვილი -  ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის მომდევნო წლებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფისკალური კონსოლიდაცია და პანდემიამდელ პარამეტრებთან მაქსიმალური დაახლოება

ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის მომდევნო წლებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფისკალური კონსოლიდაცია და პანდემიამდელ პარამეტრებთან მაქსიმალური დაახლოება - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, მიზანია, 2024 წლისთვის მთავრობის ვალი ჩამოსცდეს მშპ-ს 50 პროცენტს.

„ამ მაჩვენებლის მისაღწევად, ჩვენ 2022 წელს დეფიციტი 4.2, ხოლო 2023 წელს 3 პროცენტის დონეზე გვაქვს დაგეგმილი. დეფიციტის ამგვარი შემცირების შედეგად, 2023 წლიდან კაპიტალური ხარჯები მშპ-ს 7 პროცენტამდე მცირდება. კაპიტალური ხარჯების ეს დონე, დაახლოებით, ერთი პროცენტით ნაკლებია ჩვენი ბოლო რამდენიმე წლის მაჩვენებელზე. კაპიტალური ხარჯების ეს დანაკლისი ჩვენ ერთი მხრივ, უნდა დავაკომპენსიროთ უკეთესი პრიორიტეტების გამოკვეთით და დავაფინანსოთ ყველაზე მაღალი ეკონომიკური ეფექტის მქონე პროექტები, ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს მუშაობა დამატებით არადეფიციტური რესურსის მოძიებაზე“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა