გიორგი ვაშაძე - პოლიტიკური დევნა ქვეყანაში გრძელდება და პირდაპირ ვიტყვი, რომ არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი იმ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე, რომელზეც ახლა ვმსჯელობდით

პოლიტიკური დევნა ქვეყანაში გრძელდება და პირდაპირ ვიტყვი, რომ არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი იმ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე, რომელზეც ახლა ვმსჯელობდით, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ.

როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ,,სტრატეგია აღმაშენებელი" დაიცავს თითოეული ადამიანის უფლებებს და ასევე ხაზს უსვამს, რომ ოპოზიცია არის ერთიანი და პოლიტიკური ნიშნით სამართლებრივ დევნას ისინი სამოქმედო გეგმასა და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობას დაუპირისპირებენ.

„სამწუხაროდ, პოლიტიკური დევნა ქვეყანაში გრძელდება, პირდაპირ ვიტყვი, რომ არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი იმ პოლიტიკურ საქმეებზე, რომელზეც ახლა ვმსჯელობდით, ეს არის ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე, ასევე გვარამიას საქმე მიდის ახლა სასამართლოში. ამიტომ, ჩვენ აბსოლუტურად ერთიანი ვართ.

ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნა, რომელსაც აგრძელებს „ქართული ოცნება". ჩვენ ამას დავუპირისპირებთ საერთო სამოქმედო გეგმას, გვექნება ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ყოველთვის დაიცავს თითოეული ადამიანის უფლებას და მით უმეტეს ვფიქრობთ, რომ პოლიტიკური დევნა ქვეყანაში უნდა დასრულდეს. პირდაპირ ვიტყვი, რომ იმ საქმეებზე, რაზეც ახლა გვქონდა მსჯელობა, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე, ამაზე არის პირდაპირი საერთაშორისო დასკვნები, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და დარწმუნებული ვარ ძალიან სწრაფად ამ პოლიტიკურ შეფასებასაც გააკეთებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო