შრომის ინსპექციის სამსახურმა  „შრომის ლექსიკონის“ შედეგების პრეზენტაცია გამართა

შრომის ინსპექციის სამსახურმა „შრომის ლექსიკონის“ შედეგების პრეზენტაცია გამართა.

უწყების ინფორმაციით, საინფორმაციო კამპანიის მიზანი განახლებული „შრომის კოდექსის“ შესახებ ინფორმაციის გავრცელება და „შრომის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.

მათივე ინფორმაციით, „შრომის ლექსიკონი“ განმარტავს შრომით უფლებებთან დაკავშირებულ ტერმინებს და აცნობს დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს მათ უფლება-მოვალეობებს. კამპანია ასევე უზრუნველყოფს შრომის ინსპექციის საქმიანობისა და როლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და ხელს უწყობს შრომით კულტურაში ახალი სტანდარტების დამკვიდრებას.

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ვიდეორგოლები და პოსტერები შემდეგი თემატიკის ირგვლივ: არადისკრიმინაციული გარემო სამუშაო ადგილზე, სექსუალური შევიწროებისგან დაცვა, გონივრული მისადაგების პრინციპი, შრომითი ხელშეკრულება, სტაჟირება, სამუშაო დრო, ზეგანაკვეთური სამუშაო, დეკრეტული შვებულება და თანამშრომლობა დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქისთვის შექმნილი იყოს ჯანმრთელი შრომითი გარემო და პირობები. ასევე საჭიროა ჩვენი მოქალაქეების იმ ფუნდამენტური უფლებების დაცვა, რომელიც მათ დასაქმებაზე გადის, რადგან მხოლოდ დაცული შრომითი უფლებების მქონე მოქალაქეს შეუძლია შექმნას ის დოვლათი და სიკეთე ეკონომიკაში, რომელიც აისახება თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კამპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია და მომზადებული მასალები Facebook, LinkedIn და Instagram გვერდებზეა განთავსებული. აქვეა შესაძლებელი მომხმარებელმა პირადი შეტყობინების სახით შეკითხვები დაუსვას იურისტებს და მიიღოს კვალიფიციური, ამომწურავი ინფორმაცია შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე, დონორი ორგანიზაციებისა და “საქართველოს პროგრესული ფორუმის” წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საინფორმაციო კამპანია „შრომის ლექსიკონი“ „საქართველოს პროგრესული ფორუმის“ ინციატივითა და USAID-ის, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, სოლიდარობის ცენტრისა და ნორვეგიის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა