გიორგი ვაშაძე ფინანსთა მინისტრს - თქვენი ბიუჯეტი შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ უბრალოდ აიღეთ ეს ფული და გადაანაწილეთ სამინისტროებს შორის

ბატონო მინისტრო, თუ იცით, რა არის ნომერ პირველი პრობლემა დღეს საქართველოში ? თქვენი ბიუჯეტი შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ უბრალოდ აიღეთ ეს ფული და გადაანაწილეთ ისევ სხვადასხვა სამინისტროებს შორის,- ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

ვაშაძემ მინისტრს ჰკითხა, რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნება არსებული ბიუჯეტით და საშუალოდ რა ანაზღაურებით, რათა განისაზღვროს რამდენად ეფექტურად ახდენს სამინისტრო ბიუჯეტში კონცენტრირებული ფინანსური სახსრების გადანაწილებას.

„ყველა კვლევა ამბობს, რომ ნომერ პირველი პრობლემა არის უმუშევრობა და სიღარიბე. შესაბამისად, თქვენ აპირებთ მომავალ წელს დახარჯოთ, თითქმის, 20 მილიარდი. მე მაინტერესებს, ეს 20 მილიარდი ლარი რამდენ სამუშაო ადგილს შექმნის საქართველოში? რა პროგრამები გაქვთ თქვენ გათვალისწინებული იმისთვის, რომ ეკონომიკა გაიზარდოს ან სამუშაო ადგილების შექმნას როგორ შეუწყობს ეს ხელს? დათვლილი გაქვთ თუ არა ეფექტი, ამდენ გადასახადს რომ ამოიღებთ ჩვენი მოქალაქეების და ბიზნესის ჯიბიდან და მერე ამას გადაანაწილებთ სხვადასხვა მიმართულებით, რა შედეგს მოუტანს ეს საქართველოს მოქალაქეებს? იმიტომ, რომ მათ დღეს სამუშაო ადგილი არ აქვთ, მათ დღეს საშუალო შემოსავალი არ ეზრდებათ, ფაქტობრივად. მეორე მხრივ, ფასები კატასტროფულად იზრდება ქვეყანაში, საშინელი ინფლაციაა და თქვენი ბიუჯეტი შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ უბრალოდ აიღეთ ეს ფული და გადაანაწილეთ ისევ სხვადასხვა სამინისტროებს შორის. მითხარით, რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნება მომავალ წელს საქართველოში და საშუალოდ რა ანაზღაურებით, რომ განვსაზღვროთ, რამდენად ეფექტურად ხარჯავთ საერთოდ იმ თანხებს, რომლებსაც კრებთ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა