ვლადიმერ ჩაჩიბაია - 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში თავდაცვის სამინისტროსთვის დამატებული თანხა ლოჯისტიკისა და თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისთვის საკმარისი არ იქნება

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში თავდაცვის სამინისტროსთვის დამატებული თანხა ლოჯისტიკისა და თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისთვის საკმარისი არ იქნება - ძალიან მნიშვნელოვანია, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მილიარდ 300 მილიონი ლარით მაინც განისაზღვროს, რათა მან თავდაცვის ისეთი შესაძლებლობების განვითარება შესძლოს, რომ აგრესიულ ძალას ჩანაფიქრისგან ხელი ააღებინოს, - აღნიშნული განცხადება თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

ჩაჩიბაიამ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნები 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას გამოთქვა და როგორც განაცხადა, როგორც თავდაცვის, ასევე სხვა ძალოვანი უწყებების ბიუჯეტი უნდა გადაიხედოს და გაიზარდოს.

როგორც მან ამ კონტექსტში აღნიშნა, ბიუჯეტი ქვეყნის თავდაცვისა და შეკავების პოლიტიკასთან თავსებადი უნდა იყოს.

“იცით, ბოლო პერიოდის რუსეთის განცხადებები ნატოს გაფართოების თაობაზე რამდენად საფრთხის შემცველია და გარკვეულ შეშფოთებას იწვევს, რაც იმისკენ მიგვანიშნებს, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა არა თუ შემცირდება, ჩვენ უფრო მეტი აგრესიის მოლოდინი უნდა გვქონდეს“, - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები გაზრდილია 40.0 მლნ ლარით. უწყების მთლიანი დაფინანსება 1 002.4 მლნ ლარს შეადგენს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს