ფინანსთა სამინისტრო - 2022 წელს განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე გამოყოფილია 2 მილიარდ 121 მილიონი ლარი

2022 წელს განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე გამოყოფილია 2 მილიარდ 121 მილიონი ლარი.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე გამოყოფილია 2 მილიარდ 121 მილიონი ლარი, საიდანაც: მუნიციპალიტეტების დაფინანსებით სკოლამდელ განათლებაზე მიიმართება 380 მილიონ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება საბავშვო ბაღების პერსონალის ხელფასების ზრდა 100 ლარით.

„ზოგადი განათლების დაფინანსება შეადგენს მილიარდ 390 მილიონ ლარს. გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია: საჯარო სკოლებში სტატუსის მქონე მასწავლებელთა დანამატის ზრდა 100 ლარით; საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების 10 პროცენტიანი ზრდა; სკოლის მანდატურების ხელფასების ზრდა 100 ლარით; სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და აღჭურვა - 190,8 მლნ ლარი, ბიუჯეტის წინა ვერსიასთან შედარებით ამ მიმართულებით გამოიყო დამატებით 30 მილიონი ლარი; პროფესიული განათლების დასაფინანსებლად გამოყოფილია 119 მილიონი ლარი, მათ შორის, პროფესიული კოლეჯების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 46 მილიონ ლარზე მეტი; უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება შეადგენს 232 მილიონ ლარს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა