„ზოდში“, ორმაგად მომგებიანი, საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო

„ზოდის“ მაღაზიათა ქსელში ორმაგად მომგებიანი საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო!

„ზოდის“ ინფორმაციით, კომპანიის შოურუმებში საახალწლო შეთავაზებები და 50%-მდე ფასდაკლება მომხმარებლებს ინტერიერის და ექსტერიერის კარების, ბუნებრივი ქვების, კერამიკული ფილების და აბაზანის აქსესუარების სრულ კოლექციებზე ელით.

„დაუტოვეთ ძველი ძველს, განაახლეთ „ზოდში“ და არ გაუშვათ შანსი, მოიგოთ 2021 წლის მოდელი, ავტომობილი CITROEN C3 AIRCROSS და ოროთახიანი ბინა თბილისში M²-ის მშენებარე კომპლექსში. „ზოდის“ ყველა ფილიალის - თბილისის, ბათუმის, გორის, რუსთავის, მარნეულის, და „აუთლეთ ზოდის“ მომხმარებლებს, ყოველ 500-ლარიან შენაძენზე გადაეცემა ერთი ბილეთი. გათამაშება გაიმართება ორ ეტაპად „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში ე.წ „დოლურას პრინციპით“. 2022 წლის 2 იანვარს, პირველი იღბლიანი მომხმარებელი, CITROEN C3 AIRCROSS-ის მფლობელი გამოვლინდება.

ყველა გაუთამაშებელი ბილეთი აგრძელებს მონაწილეობას და გათამაშების მეორე ეტაპზე, რომელიც 2022 წლის 26 მაისს გაიმართება - გამოვლინდება თბილისში ოროთახიანი საცხოვრებელი ბინის მფლობელი.

მათთვის, ვინც ვერ შეძლებს გათამაშებას პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალი, ინფორმაცია განთავსდება „ზოდის“ ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე https://www.facebook.com/zodi.ge. ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ასევე „ზოდის“ ცხელი ხაზის ნომერზე: 032 2 35 80 00.

„ზოდი“ 2007 წლის 25 სექტემბრიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანია ფლობს სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების შოურუმებს თბილისში, ბათუმში, გორში, რუსთავსა და მარნეულში, ასევე „აუთლეთ“ მაღაზიას, ქართული ქვის საწარმოს და ქვის საამქროს. ზოდში წარმოდგენილია ბუნებრივი ქვების, ინტერიერის და ექსტერიერის კარების, კერამიკული ფილების და აბაზანის აქსესუარების დიდი არჩევანი და ექსკლუზიური კოლექციები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო