ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლემ ლაშა ჩხიკვაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა მის აცილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა

ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლემ ლაშა ჩხიკვაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა მის აცილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. აღნიშნული შუამდგომლობის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

ადვოკატები ჩხიკვაძის აცილებას მისი ბავშვობის მეგობრის, ზაზა გველესიანის გამო ითხოვდნენ, რომელიც საქმეში დაზარალებული „რუსთავი2"-ის ჰოლდინგის დირექტორია.

ნიკა გვარამიას თქმით, პრობლემა დაზარალებულთან მოსამართლის კომუნიკაცია და მეგობრობაა.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განმარტებით, ის საქმეს სიამოვნებით აიცილებდა, თუმცა, აღნიშნულისთვის მხოლოდ მოსამართლის განწყობა არ არის საკმარისი.

„გულწრფელად გეტყვით, პირობითად სიამოვნებით ავიცილებდი საქმეს, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის მოსამართლის განწყობა და პიროვნული დამოკიდებულება საქმისადმი, ეს არის ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმები, რაც მკაცრად არის გაწერილი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში.

რაც შეეხება საკითხს, რამაც შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს სასამართლოს შემადგენლობის მიუკერძოებლობა, ჩემი მოსაზრებაა, რომ დაცვის შუამდგომლობა გაბუტული პოზიცია იყო. თითქოს სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო მტკიცებულებების უდაოდ ცნობის ფაქტში. დაცვის მხარის მხრიდან ამ მოცემულობის უტრირება, რომ სასამართლომ წაართვა მტკიცებულებების გამოკვლევა ნამდვილად არ არის ასე.

არ ვფიქრობ, რომ თქვენი პოზიციით მთელი საზოგადოების აზრს გამოხატავთ. იურიდიულ წრეებში ცნობილია ჩემი საქმიანობა და მიღებული გადაწყვეტილებები, ფაქტების ინტერპრეტირებით არ უნდა შევქმნათ არასწორი მოლოდინები, საზოგადოება თავად განსჯის რა ნიშნები შეიძლება არსებობდეს მოსამართლის მიუკერძოებლობაში.

სწორედ საქმის მასალებიდან გამომდინარე სასამართლოს მხრიდან ზაზა გველესიანზე განმარტების გაკეთების საკითხი არც სამართლებრივ და არც მორალისტური თვალსაზრისით არ იდგა, სასამართლო არ არის ვალდებული განმარტებები აკეთოს საქმეში არსებულ პირებთან მიმართებით თუ ის არ არის დაზარალებული, ბრალდებული, ან არ წარმოადგენს მხარეს",- განაცხადა ჩხიკვაძემ.

მოსამართლემ დაადასტურა, რომ ზაზა გველესიანი მისი ბავშვობის მეგობარია და რომ ამას არც მალავს.

„რაც შეეხება ზაზა გველესიანთან მეგობრობას, მე არაფერი დასამალი არ მაქვს, ჩემს მეგობრებს საზოგადოებას არ ვუმალავ. ასეთი წარმატებით, ბატონო ნიკა, მე და თქვენ ერთად ვმუშაობდით სადისციპლინო კოლეგიაში",- განაცხადა ჩხიკვაძემ.

მისივე თქმით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა არ არის.

"მტკიცებით ფორმაში თქმა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უსუსური მცდელობაა. ვინც იცნობს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს კარგად მოიკითხეთ, რა ფორმით და რა შესაძლებლობებით აქვთ მასზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა. თქვენ ფაქტობრივად დანაშაულის ჩადენას ედავებით სასამართლოს, თურმე, მე ზაზა გველესიანთან მივდივარ და რაღაცებს ვათანხმებ საქმესთან დაკავშირებით. გიდასტურებთ, რომ მე და ზაზა გველესიანი ვართ ბავშვობის მეგობრები, ეს ფაქტი არასდროს არ დამიმალავს. არ მაქვს არცერთი სოციალური ქსელი და ვინ რა სურათებს დებს მოკლებული ვარ ამის ნახვის შესაძლებლობას",- განაცხადა ჩხიკვაძემ.

გვარამიას განმარტებით, მისთვის მოსამართლის მხრიდან მსგავსი ტექსტი გაუგებარია.

"ბატონო ლაშა ძალიან ხშირად იმეორებთ, ვინც მიცნობსო, არავინ არ გიცნობთ, 100 კაცი გიცნობთ. მოიკითხეთ იურიდიულ წრეებშიო, რა შუაშია? თქვენი კომპეტენციის გაღმაა რაც ახლა თქვით, ეს რა ტექსტია მოსამართლის მხრიდან? მე რომ კორუფციული ბრალდება მინდოდეს თქვენზე, პროკურატურაში შევიტანდი განცხადებას, აცილებას კი არ დავაყენებდი.

ჩემთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი, აიცილებთ და ვაია, არ აიცილებთ და ვაი და უია, ოღონდ თქვენთვის. მე ამას გამოვიყენებ თქვენ წინააღმდეგ ძალიან დიდი სიამოვნებით და უმძიმესად",- განაცხადა გვარამიამ.

დღევანდელ პროცესზე ნიკა გვარამიამ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა. როგორც გვარამიამ განმარტა, ზაზა გველესიანი, რომელიც დასაკითხ მოწმეთა სიაში იყო, საქმეში დაზარალებული კომპანიის, "რუსთავი 2"-ის ჰოლდინგის დირექტორია და ის ჩხიკვაძის ბავშვობის მეგობარია.

დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა პროკურატურა. როგორც პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განმარტა, შუამდგომლობა უსაფუძვლოა, დასაბუთებული არ არის და ის ადვოკატებმა პროცესის გაჭიანურების მიზნით დააყენეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა